Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მონოქრომატული გამოსხივება

 – ერთი განსაზღვრული ნაწილაკის ელექტრომაგნიტური გამოსხივების აზრობრივი მოდელი. მკაცრად მონოქრომატული გამოსხივება არ არსებობს, რადგან ნებისმიერი რეალური გამოსხივება შემოსაზღვრულია დროში და მოიცავს სიხშირეთა რაღაც ინტერვალს. მონოქრომატულთან ახლო წყაროები არის ქვანტური გენერატორები

მოქმედი მნიშვნელობა

- ერთი პერიოდის განმავლობაში ცვლადი დენის ძალისა და ძაბვის  საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური დენისა და ძაბვის მოქმედი მნიშვნელობები -ჯერ ნაკლებია მათ ამპლიტუდურ მნიშვნელობებზე. მოქმედი მნიშვნელობის ფიზიკური არსი: ცვლადი დენის მოქმედი მნიშვნელობა ტოლია ისეთი მუდმივი დენის ძალისა, რომლის სადენში გავლის დროსაც გამოიყოფა იგივე რაოდენობის სითბო იგივე დროის შუალედში.

მოძრაობის განტოლება

მატერიალურის წერტილის სივრცეში მოძრაობისას მისი კოორდინატების დროში ცვლილების კანონი.

მოძრაობის რაოდენობა

იგივე, რაც იმპულსი.

მსოფლიო მიზიდულობის კანონი

ნიუტონის მიზიდულობის კანონი: ყველა სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის. \(F=G\frac{m_{1}m_{2}}{r^{2}}\), სადაც G=6,67·10-11ნ·მ2/კგ2 - გრავიტაციული მუდმივაა (მნიშვნელობა და ერთეულები არის სი-ში). კანონი ფორმულირებულია მატერიალური წერტილებისთვის, ერთგვაროვანი ბურთულებისა და კონცენტრული სხეულებისთვის.

  1. მსრბოლი ტალღები
  2. მუდმივი დენი
  3. მუხტის რიცხვი
  4. მუხტის შენახვის კანონი

Page 64 of 103

  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68

კითხვა–პასუხი


აისბერგი ცურავს. ცურავს თუ ტივტივებს?! მე მეგონა ცურვა ნიშნავდა მთლიანად წყლით რომ არის დაფარული და ასეთ მდგომარეობაში რომ გაუტოლდებიან სიმძიმისა და ამომგდები ძალები...  ტივტივი კი მეგონა&nb........
მოგესალმებით უღრმესი პატივისცემით... მე ფიზიკა ყოველთვის მიტაცებდა.. მაგრამ რაღაც მიზეზებისდა გამო ვერ მოხერხდა რომ ფიზიკა მცოდნოდა.. თქვენთან მაქვს ერთი ფრიად საპასუხისმგებლო შეკითხვა და უღრმესი პატი........
სხეული უსაწყისო სიჩქარით მოძრაობს წრფივად და თანაბარაჩქარებულად. რამდენჯერ  მეტია  სხეულის მიერ მესამე წამში გავლილი მანძილი პირველ წამში გავლილ მანძილთან შედარებით?
რას ეწოდება  კინეტიკური და პოტენციური ენერგია?
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS