- ერთი პერიოდის განმავლობაში ცვლადი დენის ძალისა და ძაბვის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური დენისა და ძაბვის მოქმედი მნიშვნელობები -ჯერ ნაკლებია მათ ამპლიტუდურ მნიშვნელობებზე. მოქმედი მნიშვნელობის ფიზიკური არსი: ცვლადი დენის მოქმედი მნიშვნელობა ტოლია ისეთი მუდმივი დენის ძალისა, რომლის სადენში გავლის დროსაც გამოიყოფა იგივე რაოდენობის სითბო იგივე დროის შუალედში.