- ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტალური კანონი: ნებისმიერ ელექტრულად იზოლირებულ სისტემაში ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივია. ელექტრულად იზოლირებულ სისტემაში მუხტის შენახვის კანონი უშვებს ახალი დამუხტული ნაწილაკების წარმოქმნას (მაგ., დისოციაციისას, აირების იონიზაციის დროს, ნაწილაკისა და ანტინაწილაკების დაბადება და სხვა), მაგრამ წარმოქმნილი ნაწილაკების ჯამური მუხტი ნულის ტოლი უნდა იყოს.