ნიუტონის მიზიდულობის კანონი: ყველა სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის. \(F=G\frac{m_{1}m_{2}}{r^{2}}\), სადაც G=6,67·10-11ნ·მ2/კგ2 - გრავიტაციული მუდმივაა (მნიშვნელობა და ერთეულები არის სი-ში). კანონი ფორმულირებულია მატერიალური წერტილებისთვის, ერთგვაროვანი ბურთულებისა და კონცენტრული სხეულებისთვის.