Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ნაპერწკლური მუხტი

– აირში თავისთავადი არასტაციონალური ელექტრული განმუხტვის სახეობა, რომელიც ელექტრულ ველში წარმოიქმნება ატმოსფერულთან ახლოს წნევის შემთხვევაში. ნაპერწკლური განმუხტვისას ტემპერატურა  1000oК-ს აღწევს. ბუნებაში ელვის სახით დაიკვირვება.

ნახევარგამტარები

- ნივთიერებები, რომელთა წინაღობებს (ელექტროგამტარობას) ოთახის ტემპერატურაზე აქვთ შუალედური მნიშვნელობა ლითონისა და დიელექტრიკის წინაღობებს (ელექტროგამტარობებს) შორის. სუფთა ნახევარგამტარების წინაღობა მცირდება ტემპერატურის ზრდით და გარდა ამის დამოკიდებულია დასხივებაზე, დამუხტული ნაწილაკებით ბომბარდირებაზე, მინარევების არსებობაზე და ა.შ.

ნახევარდაშლის პერიოდი

 - დრო, რომლის განმავლობაშიც არამდგრადი ნაწილაკების რაოდენობა ორჯერ მცირდება.

​ნეიტრინო

 - ელექტრულად ნეიტრალური ელემენტური ნაწილაკი ძალიან მცირე უძრაობის მასით, ნულოვანი მაგნიტური მომენტითა და 1/2-ის ტოლი სპინით. მონაწილეობს მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებაში და აქვს დიდი შეღწევადობის უნარი.

ნეიტრონი

 - ელექტრულად ნეიტრალური ელემენტური ნაწილაკი. პროტონთან ერთად შედის ატობირთვის შემადგენლობაში. თავისუფალ მდგომარეობაში ნეიტრონი არამდგრადია: იშლება პროტონად, ელექტრონად და ანტინეიტრინოდ (ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 1000წმ).

  1. ნივთიერების რაოდენობა
  2. ნიუტონის კანონები
  3. ნორმალური აჩქარება
  4. ნორმალური პირობები

Page 66 of 103

  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70

კითხვა–პასუხი


a გვერდის მქონე ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში მოთავსებულია სამი წერტილი. ისინი ერთდროულად იწყებენ მოძრაობას v მოდულის მქონე სიჩქარით ისე, რომ პირველი წერტილი ყოველთვის მოძრაობს მეორისკენ, მეორე &nda........
გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმაროთ... განსაზღვრეთ მუშაობა, რომელსაც შეასრულებს 320 გ ჟანგბადი 10k -ით იზობარულად გათბობისას. წინასწარ მადლობა.  
გთხოვთ გამარკვიოთ საშუალო სიჩქარის გამოთვლაში.
გამარჯობა მაინტერესებს ეს ამოცანა როგორ უნდა ამოვხსნათ? 1კგ. მასის ბურთი 2მ/წმ საწყისი სიჩქარით მიგორავს ზედაპირზე, სადაც ხვდება 4მ. რადიუსის წრიული ფორმის ჩაღრმავება. იპოვეთ ზედაპირზე დაწოლის ძა........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS