სამი კანონი, რომელიც საფუძვლად უდევს კლასიკურ მექანიკას. პირველი კანონი (ინერციის კანონი): არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელტა მიმართაც სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად ან უძრავია, თუ მასზე არ მოქმედებს სხვა სხეულები ან მათი მოქმედება კომპენსირებულია.. მეორე კანონი (დინამიკის ძირითადი კანონი): ურთიერთქმედების შედეგად სხეულის მიერ მიღებული აჩქარება პირდაპირპროპორციულია ამ სხეულზე მოქმედი ყველა ძალის ტოლქმედი ძალისა და უკუპროპორციულია ამ სხეულის მასისა (\(a=\frac{\sum \vec{F}}{m}\)). მესამე კანონი: სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ერთნაირი ბუნების ძალებით, რომლებიც სიდიდით ერთმანეთის ტოლია და მიმართულებით ურთიერთსაპირისპირო (\(\vec{F_{12}}=\vec{F_{21}}\)). ნიუტონის კანონების გამოყენების საზღვრები: ათვლის ინერციოულ სისტემებში მათემატიკური წერტილებისთვის ან მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობისთვის სიჩქარეებზე, რომლებიც გაცილებიტ ნაკლებია ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარეზე.