ნივთიერება აირად მდგომარეობაში იმ პირობებში, როცა შეკუმშვის გზით შეიძლება მიიღწეს წონასწორობა იმავე ნივთიერებასთან თხევად ან მყარ მდგომარეობაში, ანუ იმ ტემპერატურაზე და წნევაზე, რომლებიც ნაკლებია კრიტიკულზე. დაბალი წნევისას და მაღალი ტემპერატურისას ორთქლის თვისებები უახლოვდება იდეალური აირის თვისებებს.
– ნივთიერებაში (პარამაგნეტიკში) გარე მაგნიტური ველის მიმართულების თანხვედრი მიმართულების დამაგნიტებულობის წარმოქმნა. განპირობებულია გარე მაგნიტური ველის გავლენით პარამაგნეტიკის ატომებისა და მოლეკულების საკუთარი მაგნიტური მომენტების ორიენტაციით. მაგნიტური შეღწევადობა µ>1. იხ. დიამაგნეტიზმი, ფერომაგნეტიზმი.
აირების ნარევში შემავალი აირის წნევა, რომელსაც ის მოახდენდა მარტო რომ შეევსო მთელი მოცულობა და ჰქონოდა ნარევის ტემპერატურა.
ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი: სითხის ან აირის ზედაპირზე გარეშე ძალების მიერ წარმოებული წნევა ერთნაირად გადაეცემა ყველა მიმართულებით.
დროის უმცირესი შუალედი, რომლის ამოწურვის შემდეგ მეორდება ფიზიკურ სიდიდეთა მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულ პერიოდულ პროცესს ახასიათებენ (მაგ., რხევების პერიოდი).
