ნივთიერება აირად მდგომარეობაში იმ პირობებში, როცა შეკუმშვის გზით შეიძლება მიიღწეს წონასწორობა იმავე ნივთიერებასთან თხევად ან მყარ მდგომარეობაში, ანუ იმ ტემპერატურაზე და წნევაზე, რომლებიც ნაკლებია კრიტიკულზე. დაბალი წნევისას და მაღალი ტემპერატურისას ორთქლის თვისებები უახლოვდება იდეალური აირის თვისებებს.