იონიზირებული აირი, რომელშიც დადებითი და უარყოფითი მუხტების კონცენტრაციები პრაქტიკულად ერთნაირია. წარმოიქმნება გაზებში ელექტრული განმუხტვისას, გაზის გაცხელებისას იონიზაციისთვის საკმარის ტემპერატურამდე. პლაზმურ მდგომარეობაში არის სამყაროს ნივთიერების უდიდესი ნაწილი: ვარსკვლავები, გალაქტიკური ნისლეულები და ვარსკვლავთშორისი გარემო.