Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ომის კანონი

– განზოგადებული დასახელება კანონისა, რომელიც ამყარებს პროპორციულობას ელექტრულ უბანზე დენის ძალასა და მის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობას შორის. უმარტივეს შემთხვევაში ომის კანონი ფორმულირდება ასე: მუდმივი დენის ძალა ელექტრული წრედის უბანზე ამ უბნის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობის პირდაპირპროპორციულია და უბანზე წინაღობის უკუპროპორციულია. ( \(I=\frac{U}{R}\)). ცვლადი დენისთვის ომის კანონი შეიძლება დენის ძალისა და დაძაბულობის მოქმედი ან ამპლიტუდური მნიშვნელობებისთვის ფორემულირებული. ამ შემთხვევაში წინაღობის ქვეშ იგულისხმება ცვლადი დენისადმი წრედის სრული წინაღობა. ემძ-ს არსებობის შემთხვევაში ომის კანონი ჟღერს ასე: ჩაკეტილი წრედში დენის ძალა პირდაპირპროპორციულია წყაროს ემძ-სა და უკუპროპორციულია წრედის სრული წინაღობისა (გარე წინაღობისა და წყაროს წინაღობის ჯამი).

ოპტიკა

- ფიზიკის განყოფილება, რომელიც სწავლობს სინათლის (ოპტიკურ) მოვლენებს, სინათლის ბუნებასა და მის ურთიერთქმედებას ნივთიერებასთან.

ოპტიკური გამოსახულება

 – ობიქტის მიერ გამოსხივებილი ან არეკვლილი სინათლის სხივებზე ოპტიკური სისტემის (ლინზა, სარკე)  მოქმედებით მიღებული გამოსახულება. ანხსვავებენ ნამდვილ (მიიღება ეკრანზე ან თვალის ბადურაზე ოპტიკურ სისტემაში გასული სხივების გადაკვეთით) და წარმოსახვითი (რომელის მიიღება სხივების გაგრძელებების გადაკვეთაზე) ოპტიკურ გამოსახულებას.

ოპტიკური გამოსხივება

 - ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძეები არის 10ნმ-დან 1 მმ-მდე4 ინტერვალში. ოპტიკურ გამოსხივებას განეკუთვნება ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული გამოსხივება და ულტრაიისფერი გამოსხივება

ოპტიკური პრიზმა

 - გამჭვირვალე ნივთიერებისგან დამზადებული სხეული, შემოსაზღვრული ორი არაპარალელური სიბრტყით, რომლებზეც ხდება სინათლის გარდატეხა. გამოიყენება ოპტიკურ და სპექტრულ ხელსაწყოებში.

  1. ოპტიკური სარკე
  2. ოპტიკური სპექტრი
  3. ოპტიკური ღერძი
  4. ოპტიკური ძალა

Page 68 of 103

  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

კითხვა–პასუხი


სხეულს უბიძგეს დახრილ  სიბრტყეზე ზევით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სხეული უკან ჩამოსრიალდა. ჩამოსრიალების დრო 2-ჯერ მეტია ზევით მოძრაობის დროზე. რას უდრის ხახუნის კოეფიციენტი, თუ სიბრტყის დ........
წინაზე გთხოვეთ დახმარება ერთ ამოცანაში, სადაც მაქსიმალური აჩქარების პოვნას გვთხოვდნენ; მე 10მ/წმ2 მივიღე და თქვენ მითხარით რომ ამოცანის პირობის მიხედვით სწორი იყო; აგრეთვე დამიწერეთ "მაგრამ ........
გაუგებრობა მოხდა. დავალება მქონდა მოცემული რომ სხეულის საწყისი სიჩქარე იყო 2მ/წმ საბოლოო 6 მ/წმ და აჩქარება საითაა მიმართულიო. მე ამ დროს ერთმანეთის ქვეშ ვხაზავ და ვარკვევ აჩქარების მიმართულებას აი ას........
გამარჯობა,ამ ორ  ამოცანას ვერ ვხსნი და ძალიან, ძალიააააან გთხოვთ დამეხმაროთ :(.  ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია,მიიზიდებიან 5.0*10-5ნ ძალით. თუ ბუ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS