– განზოგადებული დასახელება კანონისა, რომელიც ამყარებს პროპორციულობას ელექტრულ უბანზე დენის ძალასა და მის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობას შორის. უმარტივეს შემთხვევაში ომის კანონი ფორმულირდება ასე: მუდმივი დენის ძალა ელექტრული წრედის უბანზე ამ უბნის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობის პირდაპირპროპორციულია და უბანზე წინაღობის უკუპროპორციულია. ( \(I=\frac{U}{R}\)). ცვლადი დენისთვის ომის კანონი შეიძლება დენის ძალისა და დაძაბულობის მოქმედი ან ამპლიტუდური მნიშვნელობებისთვის ფორემულირებული. ამ შემთხვევაში წინაღობის ქვეშ იგულისხმება ცვლადი დენისადმი წრედის სრული წინაღობა. ემძ-ს არსებობის შემთხვევაში ომის კანონი ჟღერს ასე: ჩაკეტილი წრედში დენის ძალა პირდაპირპროპორციულია წყაროს ემძ-სა და უკუპროპორციულია წრედის სრული წინაღობისა (გარე წინაღობისა და წყაროს წინაღობის ჯამი).