– ერთი განსაზღვრული ნაწილაკის ელექტრომაგნიტური გამოსხივების აზრობრივი მოდელი. მკაცრად მონოქრომატული გამოსხივება არ არსებობს, რადგან ნებისმიერი რეალური გამოსხივება შემოსაზღვრულია დროში და მოიცავს სიხშირეთა რაღაც ინტერვალს. მონოქრომატულთან ახლო წყაროები არის ქვანტური გენერატორები
- ერთი პერიოდის განმავლობაში ცვლადი დენის ძალისა და ძაბვის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური დენისა და ძაბვის მოქმედი მნიშვნელობები
-ჯერ ნაკლებია მათ ამპლიტუდურ მნიშვნელობებზე. მოქმედი მნიშვნელობის ფიზიკური არსი: ცვლადი დენის მოქმედი მნიშვნელობა ტოლია ისეთი მუდმივი დენის ძალისა, რომლის სადენში გავლის დროსაც გამოიყოფა იგივე რაოდენობის სითბო იგივე დროის შუალედში.
მატერიალურის წერტილის სივრცეში მოძრაობისას მისი კოორდინატების დროში ცვლილების კანონი.
იგივე, რაც იმპულსი.
ნიუტონის მიზიდულობის კანონი: ყველა სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის. \(F=G\frac{m_{1}m_{2}}{r^{2}}\), სადაც G=6,67·10-11ნ·მ2/კგ2 - გრავიტაციული მუდმივაა (მნიშვნელობა და ერთეულები არის სი-ში). კანონი ფორმულირებულია მატერიალური წერტილებისთვის, ერთგვაროვანი ბურთულებისა და კონცენტრული სხეულებისთვის.
