- რაიმე სხეულის ოპტიკური გამოსხივების ინტენსივობის განაწილება სიხშირის (ან ტალღის სიგრძის) მიხედვით (გამოსხივების სპექტრი) ან ნივთიერებაში გავლისას სინათლის შტანთქმის ინტენსივობის განაწილება სიხშირის (ან ტალღის სიგრძის) მიხედვით (შთანთქმის სპექტრი). ასხხვავებენ: ხაზოვან ო.ს., რომელიც შედგება ცალკეული სპექტრული ხაზებისგან; ბრტყელ ო.ს., შედგება ახლოს მყოფი სპეტრული ხაზების ჯგუფებისგან; უწყვეტი, რომელიც შეესაბამება სინათლის გამოსხივებას ან შთანთქმას სიხშირეთა ფართო ინტერვალში.