- ნივთიერებები, რომელთა წინაღობებს (ელექტროგამტარობას) ოთახის ტემპერატურაზე აქვთ შუალედური მნიშვნელობა ლითონისა და დიელექტრიკის წინაღობებს (ელექტროგამტარობებს) შორის. სუფთა ნახევარგამტარების წინაღობა მცირდება ტემპერატურის ზრდით და გარდა ამის დამოკიდებულია დასხივებაზე, დამუხტული ნაწილაკებით ბომბარდირებაზე, მინარევების არსებობაზე და ა.შ.