მატერიალური წერტილის მოძრაობის ან მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობის მოდელი, როცა სიჩქარე რაგინდ მცირე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში იცვლება ერთნაირად, ანუ აჩქარება რჩება უცვლელი. თუ მუდმივი არის სიჩქარის ცვლილების ვექტორი (და შესაბამისად აჩქარების ვექტორი), მაშინ თანაბრადცვლადი მოძრაობა იქნება ასევე წრფივიც.
- შედგენილი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ადამიანის თვალისთვის ფერის თვალსაზრისით ნეიტრალურ შეგრზნებას იძლევა.
- მსუბუქი ატომბირთვების შერწყმის რეაქციები, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო მძიმე ატომბირთვები (ბირთვების სინთეზი) და რომლებიც მიმდინარეობენ ზემაღალი ტემპერატურების (~107К და მეტი) პირობებში. თან ახლავს უზარმაზარი ენერგიის გამოყოფა. მაგ., 1კგ წყალბადის სრულად ჰელიუმად გარდაქმნით გამოიყოფა 8.1014 ჯოული, ანუ დაახლოებით 10-ჯერ მეტი ვიდრე 1კგ ურანის 235U გახლეჩის დროს და 2.107-ჯერ მეტი, ვიდრე 1კგ ბენზინის დაწვისას. ბუნებრივად თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს მზესა და ვარსკვლავებზე, ხელოვნური თერმობირთვული რეაქცია მიღებულია ჯერჯერობით მხოლოდ უმართავი რეაქციის ფორმით წყალბადის ბომბის აფეთქების დროს.. იხ. მართვადი თერმობირთვული სინთეზი.
თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის მიხედვით შეუძლებელია პერიოდული პროცესი, რომლის ერთადერთი შედეგი არის გამაცხელებლისგან მიღებული სითბოს რაოდენობის ექვივალენტური მუშაობის შესრულება. სხვა ფორმულირება: შეუძლებელია პროცესი, რომლის ერთადერთი შედეგი არის ენერგიის გადაცემა სითბოს ფორმით ნაკლებად გამთბარი სხეულიდან მეტად გამთბარ სხეულზე. თერმოდინამიკის მეორე კანონი გამოხატავს დიდი რაოდენობის ქაოტურად მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემის სწრაფვას, თვითნებურად გადავიდეს ნაკლებად ალბათური მდგომარეობებიდან მეტად ალბათურ მდგომარეობაში. კიდევ ერთი ფრომულირება თერმოდინამიკის მეორე კანონისა: შეუძლებელია მეორე ტიპის მუდმივი ძრავის შექმნა.
თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონთაგანი, რომელიც წარმოადგენს თერმოდინამიკური სისტემისთვის ენერგიის შენახვის კანონს: სისტემისთვის გადაცემული სითბოს რაოდენობა Q, იხარჯება სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილებაზე ΔU და გარეშე ძალების წინააღმდეგ სისტემის მიერ შესრულებულ მუშაობაზე Aსისტ. ფორმულა: Q=ΔU+Aსისტ. თერმოდინამიკის პირველი კანონის გამოყენებას ეფუძნება სითბური მანქანების მუშაობა. თ.პ.კ შეიძლება სხვაგვარად ფორმულირება: სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილება ΔU ტოლია სისტემაზე გადაცემული სითბოს Q რაოდენობისა და გარე ძალების მიერ სისტემაზე შესრულებული Aგარ მუშაობის ჯამის. ფორმულა: ΔU=Q+Aგარ. მოცემულ ფორმულებში Aგარ.= - Aსისტ.
