თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონთაგანი, რომელიც წარმოადგენს თერმოდინამიკური სისტემისთვის ენერგიის შენახვის კანონს: სისტემისთვის გადაცემული სითბოს რაოდენობა Q, იხარჯება სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილებაზე ΔU და გარეშე ძალების წინააღმდეგ სისტემის მიერ შესრულებულ მუშაობაზე Aსისტ. ფორმულა: Q=ΔU+Aსისტ. თერმოდინამიკის პირველი კანონის გამოყენებას ეფუძნება სითბური მანქანების მუშაობა. თ.პ.კ შეიძლება სხვაგვარად ფორმულირება: სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილება ΔU ტოლია სისტემაზე გადაცემული სითბოს Q რაოდენობისა  და გარე ძალების მიერ სისტემაზე შესრულებული Aგარ მუშაობის ჯამის. ფორმულა: ΔU=Q+Aგარ. მოცემულ ფორმულებში Aგარ.= - Aსისტ.