ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია გარეშე ძალების მიერ სითხის ზედაპირის ფართობის შემცირებისთვის შესრულებული მუშაობის ფართობის ამ ცვლილებასთან ფარდობისა მუდმივი ტემპერატურის დროს: \(\dpi{100} \sigma =\frac{A}{\Delta S}\). დამოკიდებულია სითხის გვარობაზე და ტემპერატურაზე. შეიძლება შეიცვალოს ზედაპირაქტიური ნივთიერებების მოქმედებით (მაგ. საპონი).
ჭურჭლები, რომლებიც ქვედა ნაწილებით ერთმანეთთან არიან მიერთებულნი. ჭურჭლების ფორმის მიუხედავად ერთგვაროვანი სითხე ზიარიჭურჭლის ჭურჭლებში ერთ დონეზე დგება (როცა კაპილარობის უგულებელყოფა შეიძლება).
იხ. სხეულთა ვარდნა.
აჩქარება, რომელსაც თავისუფალ მატერიალურ წერტილს სიმძიმის ძალა ანიჭებს. დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ განედზე და ზღვის დონიდან სხეულის სიმაღლეზე. მისი სტანდარტული (ნორმალური) მნიშვნელობაა g= 9,80665 მ/წმ2.
- 1. ჭარბი ელექტრული მუხტები, რომელიც გადაეცემა გამტარ სხეულს და იწვევენ მისი ელექტრონეიტრალობის დარღვევას. 2. დამუხტული ნაწილაკები, რომლებსაც ელექტრული ველის გავლენით შეუძლიათ გადაადგილდნენ მაკროსკოპულ მანძილებზე.
