მატერიალური წერტილის მოძრაობის ან მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობის მოდელი, რომლის დროსაც ისინი რაგინდ მცირე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში გადიან ერთნაირ მანძილებს. ამასთან სიჩქარის მოდული რჩება მუდმივი, ხოლო ტრაექტორია ზოგადად მრუდწირულია. ბრუნვით მოძრაობას ეწოდება თანაბარი, თუ ის სრულდება მუდმივი კუთხური სიჩქარით უძრავი ღერძის ირგვლივ.