თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის მიხედვით შეუძლებელია პერიოდული პროცესი, რომლის ერთადერთი შედეგი არის გამაცხელებლისგან მიღებული სითბოს რაოდენობის ექვივალენტური მუშაობის შესრულება. სხვა ფორმულირება: შეუძლებელია პროცესი, რომლის ერთადერთი შედეგი არის ენერგიის გადაცემა სითბოს ფორმით ნაკლებად გამთბარი სხეულიდან მეტად გამთბარ სხეულზე. თერმოდინამიკის მეორე კანონი გამოხატავს დიდი რაოდენობის ქაოტურად მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემის სწრაფვას, თვითნებურად გადავიდეს ნაკლებად ალბათური მდგომარეობებიდან მეტად ალბათურ მდგომარეობაში. კიდევ ერთი ფრომულირება თერმოდინამიკის მეორე კანონისა: შეუძლებელია მეორე ტიპის მუდმივი ძრავის შექმნა.