Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ვოლტას რკალი

ელექტრული რკალი – აირში თავიათავადი ელექტრული განმუხტვა, რომელსაც კაშკაშა მანათობელი ძაფის სახე აქვს. პირველად 1802წ. იქნა დაკვირვებული ვ.ვ. პერტოვის მიერ. 

აბსოლუტურად შავი სხეული

 – სხეულის აზრობრივი მოდელი, რომელის ნებისმიერ ტემპერატურაზე მასზე დაცემულ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, მიუხედავად ტალღის სიგრძისა, სრულად შთანთქავს. აბსულუტურად მყარი სხეულის გამოსხივება განისაზღვრება მხოლოდ მისი აბსოლუტური ტემპერატურით და ნივთიერების გვარობაზე არაა დამოკიდებული. 

აბსოლუტური ნული

აბსოლუტური ტემპერატურის ათვლის სათავე; იმყოფება წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურაზე (რომლისთვისაც მიღებულია მნიშვნელობა 0.01оС) 273.16 К-ით ქვევით. აბსოლუტური ნულის დროს წყდება ატომებისა და მოლეკულების გადატანითი და ბრუნვითი მოძრაობები, მაგრამ ისინი არიან არა უძრავნი, არამედ იმყოფებიან "ნულოვანი" რხევების მდგომარეობაში. თერმოდინამიკის კანონებიდან გამომდინარეობს, რომ აბსოლუტური ნული პრაქტიკულად მიუღწევადია.

აბსოლუტური ტემპერატურა

ტემპერატურა, რომელიც აბსოლუტური თერმოდინამიკური შკალით იზომება, არ არის დამოკიდებული თერმოდინამიკური ნივთიერების თვისებებზე. აითვლება აბსოლუტური ნულისგან. SI-ში ერთეულია კელვინი (К).

აბსოლუტური ტენიანობა

ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ჰარში წყლის ორთქლის მასის ფარდობისა მის მოცულობასთან: \(\dpi{100} \rho =\frac{m_{st}}{V}\)პრაქტიკულად ერთეული არის გრ/მ3. ხანდახან აბსოლუტურ ტენიანობაში გულისხმობენ წყლის ორთქლის პარციალურ წნევას. ამ შემთხვევაში მას ზომავენ პასკალებში (პა).

  1. აგრეგატული მდგომარეობა
  2. ადიაბატა
  3. ადიაბატური პროცესი
  4. ავოგადროს კანონი

Page 1 of 103

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


ციგაზე მჯდომ ბავშვს მიასრიალებენ ჰორიზონტისადმი 450-იანი კუთხით გაჭიმული თოკის საშუალებით 20ნ ძალით. რას უდრის ციგის 100მ მანძილზე გასასრიალებელად შესრულებული მუშაობა?
გამარჯობა ბატონო ოლეგგ იქნებ დამეხმაროთ? წესიერი ეხვსკუთხედის წვეროებზე ერთმანეთის მიყოლებით მოტავსებულია+q +q +q -q -q-q muxtebi.განსაზღვრეთ ექვსკუთხედისცენტრში  მოთავსებული +qმუხტზემოქმედიძა........
რა იწვევს სიმკვრივის ფლუქტუაციებს? რა იწვევს რაიმე იყოს შეწონილ მდგომარეობაში?
წრედის ბოლოებზე ძააბვა 90 ვოლტია. პირველი და მეორე ნათურები ერთნაირია (ორი ნათურა პარალელურად არის შეერთებული. აქედან ზედა მეორეა ხოლო ქვედა მესამე. ამასთან მიმდევრობით მიერთებულია პირველი ნათურა) . მ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS