იდეალური გაზის ერთ-ერთი ძირითადი კანონი: ქიმიურად არაურთიერთქმედებადი აირების ნარევის წნევა ამ აირების პარციალური წნევების ჯამის ტოლია.
- ვექტორული სიდიდე, რიცხობრივად ტოლია მაგნიტური მომენტის ნივთიერების (მაგნეტიკის) მოცულობასთან ფარდობისა. SI-ში ერთეულია ამპერი მეტრთან (ა/მ). იხ. პოლარიზებულობა.
- დანადგარები რათა მიიღონ ელექტრონების, პროტონების, მსუბუქი ატომბირთვებისა და სხვ. მიმართული კონები, რომელთა ენერგიები არის ასობით კევ-დან ასობით გევ-მდე. გამოიყენება ბირთვულ ფიზიკასა და მაღალი ენერგიების ფიზიკაში სხვადასხვა ურთიერთქმედებებისად და მიკრონაწილაკების სტრუქტურების შესასწავლად და ასევე მრეწველობაში (იზოტოპების მიღება, დეფექტოსკოპია, საკვები პროდუქტების სტერილიზაცია) და მედიცინაში.
- ნივთიერებაში ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც განაპირობებენ მის ელექტრულ გამტარობას. ლითონებში - ეს არის თავისუფალი ელექტრონები, ელექტროლიტებში - იონები, ნახევარგამტარებში - ელექტრონები და ხვრელები.
– ვექტორული სიდიდე, რომელიც მოდულით ტოლია დენის ძალის ფარდობისა გამტარის განივკვეთის ფართობთან: \(j=\frac{I}{S}\). მიმართულია დადებითი მუხტების მოძრაობის მიმართულებით (ელექტრული ველის დაძაბულობის მიმართულების თანხვედრია). SI-ში ერთეულია ა/მ2.
