Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

გამოსხივების დოზა

 – ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ნივთიერების მიერ შთანთქმული მაიონიზებელი გამოსხივების ენერგიის ფარდობისა ამ ნივთიერების მასასთან: \(D=\frac{W}{m}\) შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ рრადიაციული საშიშროება. სი სისტემაში ერთეულია  - გრეი.

გამტარობის დენი

 - იხ viagra australia. ელექტრული დენი.

განივი ტალღა

ტალღა, რომელიც ნაწილაკების რხების სიბრტყის (დრეკადი ტალღები) ან ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის შემთხვევაში ელექტრული ველის დაძაბულობისა და მაგნიტური ინდუქციის ვექტორების მართობულად ვრცელდება. იხ. გრძივი ტალღა.

გაჯერებული ორთქლი

ორთქლი, რომელიც დინამიურ წონასწორობაშია თხევად ან აირად ფაზასთან. დინამიურ წონასწორობაში იგულისხმება ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც დროის რაღაც შუალედში საშუალო რიცხვიმოლეკულებისა, რომლებიც ტოვებენ სითხეს (მყარ სხეულს), ტოლია ორთქლის იმ მოლეკულების საშუალო რიცხვისა, რომლებიც უბრუნდებიან სითხეს (მყარ სხეულს) იგივე დროში.

გეი-ლუსაკის კანონი

იდეალური აირის ერთ-ერთი კანონი: მოცემული აირის მოცემული მასისთვის, მუდმივი წნევისას მოცულობის ფარდობა აბსოლუტურ ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდეა: \(\frac{V}{T}=const\) (ანუ: მოცულობა პირდაპირპროპორციულია აბსოლუტური ტემპერატურის). კანონი აღწერს იზობარულ პროცესს.

  1. გიგრომეტრი
  2. გრადუს ცელსიუსი
  3. გრავიტაციული ურთიერთქმედება
  4. გრეხითი სასწორი

Page 18 of 103

  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22

კითხვა–პასუხი


1.როგორ უნდა დავასაბუთოთ რომ სხეულის ვარდნის დროს პოტენციური ენერგია გადადის კინეტიკურ ენერგიაში? 2, კოსმოსური რაკეტის სტარტისას რა მოსდის კოსმონავტის წონას? 3.რა აჩქარებით უნდა დაეშვას ლიფტი, რომ ა........
  ერთგვაროვენ  B მაგნიტურ ველში მოთავსებული კოჭა, რომელიც შედგება s  ფართობის მქონე N  ხვიისაგან , მიერთებულია ბლასტიკურ გალვანომეტრთან. წრედის წინაღობაა R  , ველის  ........
მუხტები რომლის სიდიდეებია q1=2,4.10-7  q2=4,10-7 q3=-4,10-7 განლაგებულია ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში, რომლის გვერდის სიგრძეა 20 სმ. რას უდრის დაძაბულობა წერტილში, რომელიც მოთავსებულ........
გამარჯობა, ერთ ფორმულას ვეძებ, წავიკითხე თქვენი სტატია "სხეულის თავისუფალი ვარდნა" და მაინც ვერ მივხვდი იქ არის ის, რაც მე მინდა თუ არა.   მაინტერესებს რა ფორმულით უნდა გამოვთვალო........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS