მყარი სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი უმარტივესი სახე, რომლის დროსაც მყარი სხეულის ორი ნებისმიერი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. ამასთან მყარი სხეულის ყველა წერტილი შემოწერს ერთნაირ ტრაექტორიებს და დროის ყოველ მომენტში აქვთ ერთნაირი სიჩქარეები და აჩქარებები.
ოპტიკური სისტემისა - ოპტიკური სისტემის მიერ მოცემული გამოსახულების ზომების ფარდობა საგნის რეალურ ზომებთან.
ელექტრული დენის წყარო, რომელშიც ელექტროქიმიური რეაქციის ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად (ვოლტის ელემენტი, აკუმულატორები და სხვ.)

ერთმანეთის მიმართ სინათლის სხივის სიჩქარესთან შედარებით გაცილებით ნაკლები სიჩქარით მოძრავ ორ სხვადასხვა ინერციულ სისტემაში განხილული რაიმე მოვლენის კოორდინატებსა და დროს შორის თანავარდობა. შეადარე: ლორენცის გარდაქმნები.
ერთი წრფის გასვრივ მოძრაობის შემთხვევისთვის გალილეის გარდაქმნები მოტანილია ნახატზე. გალილეის გარდაქმნები დროის მიმდინარეობის დამოუკიდებლობასთან ერთად, დროისა და სივრცის კლასიკური წარმოდგენის არსს ასახავენ. ამ წარმოდგენების მიხედვით სხეულებს შორის მანძილები ერთნაირია ათვლის ყველა სისტემაში და დროის მიმდინარეობა ათვლის სისტემის არჩევაზე არ არის დამოკიდებული.
ფარდობითობის მექანიკური პრინციპი - კლასიკური მექანიკის პრინციპი: ნებისმიერ ინერციული ათვლის სისტემებში ყველა მექანიკური მოვლენა ერთნაირად მიმდინარეობს ერთნაირი საწყისი პირობების შემთხვევაში. ანუ ყველა ინერციული სისტემა თანასწორია.
