ნივთიერებისა - ერთი და იმავე ნივთიერების მდგომარეობები, რონლებიც განსხვავდებიან ნაწილაკების სითბური მოძრაობების ხასიათებით. ჩვეულებრივ ანსხვავებენ სამ აგრეგატულ მდგომარეობას: აირადი, თხევადი და მყარი; ხანდახან აქ ამატებენ პლაზმურ მდგომარეობასაც. ნივთიერების ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობას გარკვეულ გარემო პირობები (ტემპერატურა, წნევა) შეესაბამება, რომელთა შეცვლა იწვევს ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას.
წირი, რომელიც ნებისმიერ თერმოდინამიკურ დიაგრამაზე ადიაბატურ პროცესს გამოსახავს. იდეალური აირისათვის ადიაბატის განტოლებას შემდეგი სახე აქვს: \(\dpi{100} pV^{\gamma }=const\), სადაც \(\dpi{100} \gamma =\frac{c_{p}}{c_{v}}\) - ადიაბატის მაჩვენებელია, ხოლო сp და сv მუდმივი წნევისა და მუდმივი მოცულობის სითბოტევადობები შესაბამისად.
თერმოდინამიკური პროცესის მოდელი, რომლის დროსაც განხილულ სისტემასა და გარემოს შორის სითბოცვლა არ ხდება. რეალური თერმოდინამიკური პროცესი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ადიაბატური, თუ ის მიმდინარეობს ან თბოიზოლირებულ გარსში, ან ისე სწრაფად, რომ სითბოცვლა ვერ ესწრება.
იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი: სხვადასხვა აირების ტოლ მოცულობებში ერთნაირი ტემპერატურების და წნევების პირობებში ერთნაირი რაოდენობის მოლეკულებია.
ნივთიერების ერთეულ რაოდენობაში (1 მოლში) ნაწილაკთა რიცხვი: NA=6,022.1023 მოლი-1.
