Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

კუთხური სიჩქარე

ვექტორული სიდიდე, რომელიც გამოიყენება მყარი სხეულის ბრუნვითი მოძრაობის აღსაწერად და მიმართულია ბრუნვის ღერძის მიმართულებით, მარჯვენა ბურღის წესის მიხედვით. კუთხური სიჩქარე ტოლია რადიუს-ვექტორის იმ დროის შუალედთან ფარდობის ზღვრისა, რომელშიც მოხდა ეს შემობრუნება, ამ უკანასკნელის უსასრულოდ შემცირებისას. წერტილის წრეწირზე თანაბარი მოძრაობისას – ფიზიკური სიდიდე, რომელიც რადიუს-ვექტორის შემობრუნების კუთხის შესაბამის დროის შუალედთან ფარდობის ტოლია. SI-ში ერთეულია - რად/წმ.

კუთხური სიხშირე

წრიული სიხშირე, ციკლური სიხშირე – ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია რხევების (ბრუნების) რიცხვისა, რომელსაც მატერიალური წერტილი ასრულებს 2π წამში: \(\omega =\frac{2\pi }{T}\) ,  \(\omega =2\pi \nu\). SI-ში ერთეულია - წმ-1.

კულონის კანონი

- ელექტროდინამიკის ძირითადი კანონი, რომელიც გამოხატავს ორი უძრავი წერტილოვანი მუხტის ურთიერთქმედების ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე: ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერქმედებს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მუხტების მნიშვნელობების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა და იმ გარემოს დიელექტრიკული შეღწევადობისა, რომელშიც მოთავსებულია ეს მუხტები. SI სისტემაში აქვს სახე: \(\dpi{100} F=k\frac{q_{1}q_{2}}{\varepsilon r^{2}}=\frac{1}{4\pi \varepsilon \varepsilon _{0}}\frac{q_{1}q_{2}}{r^{2}}\). სიდიდე \(k=9\cdot 10^{^{9}}\)ნ·მ2/კგ2 რიცხობრივად ტოლია ძალისა, რომელიც მოქმედებს ვაკუუმში მოთავსებულ, ერთმანეთისგან 1 მეტრით დაშორებულ ორ უძრავ წერტილოვან თითო კულონიან მუხტს შორის. კულონის კანონი ელექტროდინამიკის ერთერთი ექსპერიმენტული დასაბუთებაა.

ლაზერი

ოპტიკური ქვანტური გენერატორი - ოპტიკურ დიაპაზონში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტური გენერატორი. ახდენს მონოქრომატული ისეთი კოჰერენტული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერირებას, რომელსაც ქვს ვიწრო მიმართება და მნიშვნელოვანი კუთრი სიმძლავრე. გამოიყენება ოპტიკურ ლოკაციაში, მყარი და ძნელადდნობადი მასალების დამუშავებისას, ქირურგიაში, სპექტროსკოპიასა და ჰოლოგრაფიაში, პლაზმის გაცხელებაში. შეადარე მაზერს.

ლამინარული დინება

ბლანტი სითხის ან აირის მოწესრიგებული დინება, რომელიც სითხის ან გაზის მეზობელ შრეებს შორის შეურევლობით ხასიათდება. იხ. ტურბულენტური დინება.

  1. ლენცის წესი (კანონი)
  2. ლინზა
  3. ლორენცის გარდაქმნები
  4. ლორენცის ძალა

Page 52 of 103

  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56

კითხვა–პასუხი


ავტობუსი რომლის სიჩქარეა 75 კმ/სთ, სადგურიდან გავიდა. მისი გასვლიდან 2 საათში იმავე სადგურიდან გავიდა მეორე ავტობუსი, რომლის სიჩქარეა 90კმ/სთ. სადგურიდან რა მანძილზე დაეწევა მეორე ავტობუსი პირველს? მა........
ქვემეხიდან ყუმბარა გაისროლეს 450 კუთხით 10 მ/წმ სიჩქარით.განსაზღვრეთ ფრენის სიშორე
რა ტიპის გამტარობა ექნება გერმანიუმს,თუ დავუმატებთ ფოსფორის მინარევს?
ჰორიზონტალურ გზაზე მოდულით 20მ/წმ სიჩქარით მოძრავი1ტ მასის ავტომობილი დაამუხრუჭს. განსაზღვრეთ შესრულებული მუშაობა. 200 000 იქნება ხო.
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS