Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მაგნიტური ნაკადი

 - B მაგნიტური ინდუქციის ვექტორის ნაკადი რაიმე ზედაპიში. F მაგნიტური ნაკადი S ზედაპირში გამოისახება ფორმულით F=BScosα, სადაც α- კუთხეა მაგნიტური ინდუქციის ვექტორსა და S ზედაპირის ნორმალს შორის. SI-ში ერთეულია - ვებერი (ვბ).

მაგნიტური პოლუსი

- დამაგნიტებული ნიმუშის (მაგნიტის) ზედაპირის ნაწილი, რომელზეც დამაგნიტებულობის ზედაპირისადმი ნორმალური მდგენელი ნულისგან განსხვავებულია. მიღებულია ჩაითვალოს, რომ მაგნიტის გარედან მაგნიტორი ინდუქციის წირები გამოდიან ჩრდილოეთ პოლუსიდან და შედიან სამხრეთ პოლუსში. მაგნიტის შიგნით - პირიქით.

მაგნიტური შეღწევადობა

- ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს გარე მაგნიტური ველისა და ნივთიერების მაგნიტური ველის ინდუქციებს შორის კავშირს. აღინიშნება m-ით. დიელექტრიკებისათვის m<1, პარამაგნიტებისათვის m>1, ფერომაგნიტებისათვის m>>1.

მაზერი

- სანტიმეტრული დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტური გენერატორი. ხასიათდება მაღალი მონოქრომატულობით, კოჰერენტულობით და გამოსხივების ვიწრო მიმართვით. გამოიყენება რადიოკავშირში, რადიოასტრონომიაში, რადიოლოკაციაში და ასევე სტაბილური სიხშირის რხევების გენერირებისთვის. შადარე ლაზერს

მათემატიკური ქანქარა

იდეალიზებული ობიექტი: მერხევი სისტემა, რომელიც შედგება უძრავ წერტილზე უწონადი, უჭიმადი ძაფით ჩამოკიდებული მატერიალური წერტილისგან და მიზიდულობის ცენტრისგან (მაგ., დედამიწა). მათემატიკური ქანქარა ასრულებს რხევებს ვერტიკალურ სიბრტყეში. მცირე რხევების დროს მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე და გამოისახება ფორმულით \( T=2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\)  , სადაც ℓ - ძაფის სიგრძა, ხოლო g - თავისუფალი ვარდნის აჩქარება,

  1. მაიერის განტოლება
  2. მაიკელსონის ცდა
  3. მაიკელსონის ცდა
  4. მანომეტრი

Page 56 of 103

  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60

კითხვა–პასუხი


 ჰორიზონტალურ ზედაპირზე F ძალის მოქმედებით a აჩქარებით მოძრავ ურიკაზე m მასის ყუთი უძრავია.განსაზღვრეთ ყუთზე მოქმედი ხახუნის ძალის მოდული.
R-რადიუსიანი სფერო უძრავად ძევს დედამიწაზე.სფეროს უმაღლესი წერტილიდან იწყებს სრიალს უძრაობის მდგომარეობაში მყოფი სხეული,რომლის ზომები გაცილებით ნაკლებია სფეროს ზომაზე.დედამიწის ზედაპირიდან რა H სიმაღლ........
გამარჯობათ, ძალიან მჭირდება ამ ამოცანის პასუხი და ვერ გავიგე:(( თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ.  გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე გადაბმულია 1 კგ და 3 კგ მასის სხეულები. განსაზღვრეთ სხეუ........
იქნებ დამეხმაროთ; ამოცანაში გვთხოვენ განსვსაზღვროთ მაქსიმალური აჩქარება, მაგრამ ამოცანას ორი პასუხი აქვს და ვერ ვხვდები მეორე პასუხი საიდან მოვიდა; იქნება მიშველოთ: 100ნ/მ სიხისტის ზამბარაზე დაკიდებულ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS