Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მარჯვენა ხელის წესი

 - წესი, რომელიც განსაზღვრავს 1) მაგნიტურ ველში მოძრავ გამტარში ინდუქციური დენის მიმართულებას: თუ მარჯვენა ხელის გული ისეა მოთავსებული, რომ მასში შედის მაგნიტური ინდუქციის წირები, ხოლო გაშლილი ცერი მიმართულია გამტარის მოძრაობის მიმართულებით, მაშინ ოთხი გაშლილი თითი უჩვენებენ ინდუქციური დენის მიმართულებას; 2) სწორხაზოვანი დენიანი გამტარის მაგნიტური ინდუქციის წირების მიმართულებას: თუ მარჯვენა ხელის გაშლილი ცერი მივმართეთ დენის მიმართულებით, მაშინ ოთხი მოხრილი თითის  მიმართულება გვიჩვენებს მაგნიტური ინდუქციის წირების მიმართულებას. იხ. 1) მარცხენა ხელის წესი, 2) ბურღის წესი.

მასა

სკალარული სიდიდე, რომელიც მატერიალური ობიექტების მიზიდულობისა და ინერტულობის რაოდენობრივად აღწერისატვის გამოიყენება. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად მასა პროპორციულია სხეულის სრული ენერგიისა: \(m=\frac{E}{c^{2}}\) , სადაც с2 – ვაკუუმში სინათლის სხივის სიჩქარეა. SI-ში ერთეულია - კილოგრამი (კგ).

მასათა ცენტრი, ინერციის ცენტრი

გეომეტრული წერტილი, რომელიც ისე მოძრაობს, როგორც იმოძრავებდა მატერიალური წერტილი მასით, რომელიც მთელი სისტემის მასის ტოლია და რომელზეც მოდებულია ამ სისტემაზე მოქმედი ყველა გარეშე ძალის ტოლქმედი. მასათა ცენტრის მდებარეობა განისაზღვრება სხეულთა სისტემის შიგნით მასის განაწილებით.

მასის ატომური ერთეული

 - მასის ერთეული, რომელიც ტოლია 12 მასური რიცხვის მქონე ნახშირბადის იზოტოპის მასის 1/12-ის. 1 მ.ა.ე. = 1,6 .10-27 კგ. გამოიყენება ატუმურ და ბირთვულ ფიზიკაში.

მასის დეფექტი

 - სხვაობა ატომის მასასა და ბირთვის ყველა ნუკლონის თავისუფალ მდგომაარეობაში მასების ჯამს შორის. ჩვეულებრივ ზომავენ მასის ატომურ ერთეულებში (მ.ა.ე.) ზოგჯერ მასის დეფექტს უწოდებენ სიდიდეს \(\Delta m=\frac{E}{c^{2}}\), სადაც E არის ბმის ენერგია; с - სინათლის სიჩქარე.

  1. მასური რიცხვი
  2. მატერიალური წერტილი
  3. მაქსველის განაწილება
  4. მაქსველის განტოლება

Page 58 of 103

  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62

კითხვა–პასუხი


მოგესალმებით,როგორ ვიპოვო ამა თუ იმ სხეულზე ძალის მხარი?
გამარჯობა :))) ძალიან მჭირდება ერთ კითხვაზე პასუხი... რა არის გამტარის წინაღობის მიზეზი? 
გამარჯობა ბატონო ოლეგგ იქნებ დამეხმაროთ? წესიერი ეხვსკუთხედის წვეროებზე ერთმანეთის მიყოლებით მოტავსებულია+q +q +q -q -q-q muxtebi.განსაზღვრეთ ექვსკუთხედისცენტრში  მოთავსებული +qმუხტზემოქმედიძა........
1)ზამბარიანი ქანქარა გამოიყვანეს წონასწორობის მდებარეობიდან და ხელი გაუშვეს.რა დროში(პერიოდის ნაწილებით)გაუტოლდება მერხევი სხეულის კინეტიკური ენერგია ზამბარის პოტენციურ ენერგიას ?  2)m მასის ტ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS