უსასრულოდ მცირე ზომების მქონე სხეულის აზრობრივი მოდელი, რომელსაც მიუხედავად ზომების უსასრულოდ სიმცირისა აქვს მასა. რეალური სხეული შეიძლება განხილულ იქნას როგორც მატერიალური წერტილი, თუ მისი ზომები მცირეა სხვა მახასიათებელ ზომებთან შედარებით, რომლებიც მნიშვნელოვანია მოცემული ამოცანისთვის. მაგ., დედამიწის ირგვლივ თანამგზავრის მოძრაობისას, თანამგზავრი შეიძლება ჩავთვალოთ მატერიალურ წერტილად, რადგან მისი საკუთარი ზომები იმდენად მცირეა დედამიწამდე მანძილზე და თანამგზავრის ორბიტის სიგრძეზე, რომ შეიძლება მათი უგულებელოფა.