– მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ელექტრულ დენებს, ელექტრულ დენებსა და მაგნიტებს შორის, მაგნიტებს შორის ურთიერთქმედებასთანაა დაკავშირებული. ნივთიერებაში მიმდინარე ყველა ფიზიკუ-ქიმიურ პროცესებში ვლინდება. განსაზღვრავს ძირითად ასტროფიზიკურ და გეომაგნიტურ მოვლენებს (აფეთქებებს მზეზე, მაგნიტურ ქარიშხლებს, რადიოკავშირის დარღვევებს და ა.შ.).
- ნივთიერებები, რომლებსაც მაგნიტურ ველში დამაგნიტების, ე.ი. საკუთარი მაგნიტური ველის შექმნის უნარი აქვთ. იხ. დიამაგნიტიზმი, პარამაგნიტიზმი, ფერომაგნიტიზმი, ფერიმაგნიტიზმი.
- დამაგნიტებული ე.ი. მაგნიტური ველის შემქმნელი სხეული. მაგნიტის თვისებები ზოგიერთ მინერალს გააჩნია (მაგ., მაგნიტური რკინა), დამაგნიტებულ მაგნიტურ მასალას (მუდმივი მაგნიტი) და ელექტრომაგნიტებს.
– ელექტრული დენი, რომელიც ისეთ ჩაკეტილ კონტურში (ხვიაში) გადის რომლის ზომების მცირეა მაგნიტური ველის განსახილველ წერტილებს შორის მანძილთან შედარებით. გარე მაგნიტური ველი მაგნიტურ დიპოლზე მაორიენტირებელ მოქმედებას ახდენს.
- ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. მოქმედებს მხოლოდ მოძრავ ელექტრულ მუხტზე (დამუხტულ სხეულზე), დენიან გამტარებზე და ნაწილაკებზე ან სხეულებზე, როლებსაც მაგნიტური მომენტი გააჩნიათ და ამავე ობიექტებითვე იქმნება. მაგნიტური ველის რაოდენობრივი დახასიათებისათვის გამოიყენევბა სიდიდეები მაგნიტური ველის ინდუქცია, მაგნიტური ნაკადი და სხვა.
