- წესი, რომელიც განსაზღვრავს 1) მაგნიტურ ველში მოძრავ გამტარში ინდუქციური დენის მიმართულებას: თუ მარჯვენა ხელის გული ისეა მოთავსებული, რომ მასში შედის მაგნიტური ინდუქციის წირები, ხოლო გაშლილი ცერი მიმართულია გამტარის მოძრაობის მიმართულებით, მაშინ ოთხი გაშლილი თითი უჩვენებენ ინდუქციური დენის მიმართულებას; 2) სწორხაზოვანი დენიანი გამტარის მაგნიტური ინდუქციის წირების მიმართულებას: თუ მარჯვენა ხელის გაშლილი ცერი მივმართეთ დენის მიმართულებით, მაშინ ოთხი მოხრილი თითის მიმართულება გვიჩვენებს მაგნიტური ინდუქციის წირების მიმართულებას. იხ. 1) მარცხენა ხელის წესი, 2) ბურღის წესი.