ოპტიკური - გამჭვირვალე სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია ორი მრუდწირული (უფრო ხშირად სფერული) ან ერთი მრუდწირული და ერთი ბრტყელი ზედაპირებით. ლინზას უწოდებენ თხელს, თუ მისი სისქე მცირეა მისი სიმრუდის რადიუსთან შედარებით. ასხვავებენ შემკრებ (რომელიც პარალელური სხივების კონას გარდაქმნის კრებადად) და გამშლელ (პარალელურს გარდაქმნის განშლადად) ლინზებს. გამოიყენება ოპტიკურ, ოპტიკა-მექანიკურ და ფოტოგრაფიულ მოწყობილობებში.