Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ელექტრული მუდმივა

- სკალარული სიდიდე \(\varepsilon _{0}=\frac{1}{4\pi k}=8,85\cdot 10^{12}\)ფ/მ, რომელის ელექტრული ველის ზოგიერთი კანონის გამოსახულებაში შედის SI-ში ჩაწერის შემთხვევაში. 

ელექტრული მუხტი

- სკალარული ფიზიკური სიდიდე, რომელიც დამუხტული ნაწილაკების ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსიურობის შეფასებისათვისაა შემოღებული; ელექტრომაგნიტური ველის წყაროა. არჩევენ დადებით და უარყოფით მუხტებს. მაკროსკოპული სხეულის ელექტრული მუხტი სხეულის ყველა ნაწილაკის მუხტების ალგებრული ჯამის  ტოლია. ელექტრულად იზოლირებულ სისტემაში სრულდება მუხტის შენახვის კანონი. იხ. ელემენტარული ელექტრული მუხტი.

ელექტრული პოტენციალი

 - სკალარული ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ველის მოცემულ წერტილში მოთავსებული მუხტის პოტენციური ენერგიის ფარდობისა ამ მუხტის მნიშვნელობასთან. გამოიყენება ელექტრული ველის ენერგეტიკული აღწერისთვის. ეფექტურია კუნელი კატაბალახასა და კრაზანასთან ერთად. SI-ში  ერთეულია ვოლტი (ვ).

ელექტრული რკალი

რკალური განმუხტვა – აირებში დამოუკიდებელი თავისთავადი განმუხტვის ერთ-ერთი სახე, რომელის დროსაც განმუხტვის მოვლენა კონცენტრირებულია კაშკაშა ნათების პლაზმურ ზოლში. შესაძლებელია ნებისმიერ აირში ნორმალური და ნორმალურზე მაღალი წნევის შემთხვევაში. გამოიყენება ელექტრომეტალურგიაში, განათების საშუალებებში და ელექტროშედუღებისას.

ელექტრული რკალი

ვოლტას რკალი  – აირში თავიათავადი ელექტრული განმუხტვა, რომელსაც კაშკაშა მანათობელი ძაფის სახე აქვს. პირველად 1802წ. იქნა დაკვირვებული ვ.ვ. პერტოვის მიერ. 

  1. ელექტრული რხევები
  2. ელექტრული ტევადობა
  3. ელექტრული ტრანსფორმატორი
  4. ელექტრული ძრავა

Page 34 of 103

  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38

კითხვა–პასუხი


12 ომი და 4 ომი წინაღობის გამტარები ერთმანეთთან პარალელურადაა შეერთებული. მათთან მიმდევრობით შეერთებულია 5 ომი წინაღობის გამტარი. წრედში გამავალი ძაბვაა 16 ვოლტი. რას უდრის 4 ომ წინაღობაში გამავა........
დახშულ ჭურჭელში იდეალური აირის ტემპერატურაა 300C. რა ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ აირი, რომ წნევა ჭურჭელში 2-ჯერ გაიზარდოს? წინასწარ მადლობა
ძალიან გთხოვთ, როგორცკი შეძლებთ მიპასუხეთ..  1."თუ წრედის უბანზე არ სრულდება მექანიკური მუშაობა და არ ხდება ნივთიერების ქიმიური გარდაქმნა, მაშინ ელექტრული ველის ენერგია მთლიანად ხმარდებ........
როდესაც გარე წრედის წინაღობა 1 ომია, ძაბვა დენის წყაროს მომჭერებზე არის 1.5 ვ, 2 ომი გარე წინაღბის შემთხვევაში კი - 2 ვ. განსაზღვრეთ წყაროს ემ ძალა და შიგა წინაღობა.
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS