- სკალარული ფიზიკური სიდიდე, რომელიც დამუხტული ნაწილაკების ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსიურობის შეფასებისათვისაა შემოღებული; ელექტრომაგნიტური ველის წყაროა. არჩევენ დადებით და უარყოფით მუხტებს. მაკროსკოპული სხეულის ელექტრული მუხტი სხეულის ყველა ნაწილაკის მუხტების ალგებრული ჯამის  ტოლია. ელექტრულად იზოლირებულ სისტემაში სრულდება მუხტის შენახვის კანონი. იხ. ელემენტარული ელექტრული მუხტი.