Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ელექტრული დაძაბულობა

 (ძაბვის ვარდნა) - სკალარული სიდიდე, რომელიც ტოლია გარე და კულონური ძალების ჯამური ველის მიერ წრედის უბანზე მუხტის გადაადგილებისას შესრულებული მუშაობის ფარდობისა ამ მუხტის სიდიდესთან: \(U=\frac{A}{q}\). SI-ში ერთეულია ვოლტი. შეადარე ელექტრომამოძრავებელი ძალა, პოტენციალთა სხვაობა.

ელექტრული დენი

- ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების (ელექტრონების, იონების და სხვა) მიმართული, მოწესრიგებული მოძრაობა. პირობითად, ელექტრული დენის მიმართულებად მიღებულია დადებითი მუხტის მოძრაობის მიმართულება.

ელექტრული დიპოლი

– ორი, მოდულით ერთნაირი და ნიშნის საპირისპირო ელექტრული მუხტი, რომელთა შორის მანძილი (დიპოლის მხარი) ბევრად ნაკლების დიპოლის ცენტრიდან მაგნიტური ველის გავსახილველ წერტილამდე მანძილზე. გარე მაგნიტურ ველში ძალწირების გასწვრივ განლაგდებიან. მაგ. დიპოლად შეძლება ჩაითვალოს წყლის მოლეკულა.

ელექტრული ენერგიის წყაროები

– მოწყობილობები, რომლების ენერგიის სხვადასხვა ფორმას ელექტრულ ენერგიად გადაქმნიან. არსებობს ქიმიური (მაგ., გალვანური ელემენტი) და ფიზიკური (ტერმოელემენტი, აოტოელემენტი, ინდუქციური გენერატოი და სხვა) წყაროები.

ელექტრული ველი

- ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. მაგნიტური ველისაგან განსხვავებით, ელექტრული ველი მოქმედებს როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ელექტრულ მუხტებზე. წარმოიქმნება ელექტრული მუხტებით ან დროში ცვალადი მაგნიტური ველით.  აღიწერება ელექტრული ველის დაძაბულობითა და პოტენციალით. შეადარე მაგნიტურ ველს.

  1. ელექტრული ველის დაძაბულობა
  2. ელექტრული ველის დაძაბულობის წირები
  3. ელექტრული ველის ძალწერები
  4. ელექტრული იზოლატორი

Page 32 of 103

  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36

კითხვა–პასუხი


ოლეგი მასწავლებელო აბა ნახეთ სწორად თუ ვმსჯელობ: 1.ორი ერთნაირი კორპის ბურთულა რომ ჩაუშვეს წყალში და ზეთში კორპის სიმკვრივე ორივეზე ნაკლებია და ამიტომ ორივეში იტივტივებს, რადგან იტივტივებს სიმძიმ........
m= 850კგ v1=10მ/წმ v2=20მ/წმ იპოვეთ სხეულის იმპულსი P
სინათლის წერტილოვანი წყარო მოთავსებულია წყალში 1 მეტრ სიღრმეზე, რას უდრის წყლის ზედაპირზე იმ წყლის ფართობი, რომლის საზღვრებში შესაძლებელია წყაროს გამოსხივებული სინათლის ჰაერში გასვლა, წყლის აბსოლიტური........
ქვაბში ჩასხმული  V=1 ლ წყალი ვერა და ვერ აადუღეს p=100-ვიტამინი სახურებლით.სახურებელი გამორთეს.რამდენ ხანში შემცირდება წყლის ტემპერატურა  დელტა t=1 გრადუსით?
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS