- ვექტორული სიდიდე E, გამოიყენება ელექტრული ველის ელექტრულად დამუხტულ ნაწილაკებზე და სხეულებზე ძალური მოქმედების აღწერისათვის, ტოლია მოცემულ წერტილში მოთავსებულ წერტილოვან მუხტზე ველის მხრიდან მოქმედი ძალის ფარდობისა ამ წერტილოვანი მუხტის სიდიდესთან: \(\vec{E}=\frac{\vec{F}}{q}\), SI-ში ერთეულია - ვოლტი მეტრზე (ვ/მ). იხ. მაგნიტური ინდუქცია.