- ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. მაგნიტური ველისაგან განსხვავებით, ელექტრული ველი მოქმედებს როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ელექტრულ მუხტებზე. წარმოიქმნება ელექტრული მუხტებით ან დროში ცვალადი მაგნიტური ველით.  აღიწერება ელექტრული ველის დაძაბულობითა და პოტენციალით. შეადარე მაგნიტურ ველს.