რკალური განმუხტვა – აირებში დამოუკიდებელი თავისთავადი განმუხტვის ერთ-ერთი სახე, რომელის დროსაც განმუხტვის მოვლენა კონცენტრირებულია კაშკაშა ნათების პლაზმურ ზოლში. შესაძლებელია ნებისმიერ აირში ნორმალური და ნორმალურზე მაღალი წნევის შემთხვევაში. გამოიყენება ელექტრომეტალურგიაში, განათების საშუალებებში და ელექტროშედუღებისას.