Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

დიფრაქციული მესერი

 – ფიზიკური ხელსაწყო, რომელიც წარმოსდგენს გამჭვირვალე ან ამრეკვლ ზედაპირზე დატანილ, ერთმანეთისგან ერთნაირი მანძილით დაშორებულ, დიდი რაოდენობის ერთნაირი სიგანის პარალელური შტრიხების ერთობლიობას. სინათლის დიფრაქციის შედეგად დიფრაქციულ მესერზე წარმოიქმნება დიფრაქციული სპექტრი - სინათლის ინტენსივობების მაქსიმუმებისა და მინიმუმების ერთობლიობა.

დიფუზია

რაიმე გარემოში ატომების, მოლეკულების იონების და სხვა უფრო დიდი ნაწილაკების სითბური მოძრაობით განპირობებული, ნივთიერების გავრცელების პროცესი მისი კონცენტრაციის კლების მიმართულებით.

დნობა

ნივთიერების გადასვლის პროცესი კრისტალური მდგომარეობიდან თხევადში. ადგილი აქვს დნობის ტემპერატურაზე (დამოკიდებულია ნივთიერების ბუნებაზე და წნევაზე) გარკვეულის სითბოს შთანთქმის კვალობაზე.

დომენები

- უბნები ფერომაგნითურ (სეგნეტოელექტრულ) კრისტაკლში, რომლებშიც გარკვეულ ტემპერატურაზე დაბლა (კიურის წერტილი) ადგილი აქვს თვითნებურ დამაგნიტებას (დაპოლარებას).

დოპლერის ეფექტი

 – ბგერითი და ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირის ცვლილების მოვლენა, რომელსაც დამკვირვებელი აღიქვამს დამკვივებლისა და ტალღის წყაროს ერთმანეთის მიმართ მოძრაობისას. მიახლოებისას ადგილი აქვს სიხშირის გადიდებას, დაშორებისას - შემცირებას.

  1. დრეკადი დეფორმაცია
  2. დრეკადი ტალღები
  3. დრეკადობა
  4. დრეკადობის ძალა

Page 24 of 103

  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28

კითხვა–პასუხი


გამარჯობათ, ძალიან მჭირდება ამ ამოცანის პასუხი და ვერ გავიგე:(( თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ.  გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე გადაბმულია 1 კგ და 3 კგ მასის სხეულები. განსაზღვრეთ სხეუ........
შეგიძლიათ ციკლური სხშირის არსში გამარკვიოთ? მეცხრე კლასში ვისწავლე რომ ომეგა კუთხური სიჩქარე იყო.. ახლა ციკლური სიცშირეაო და იქნება არსი გამაგებინოთ :( მადლობა წინასწარ
2)რამდენით გაიზრდება ქვაბის მიერ მაგიდაზე წარმოებული წნევა,თუ მასში ჩავასხავთ 3.9 ლიტრ წყალს? ქვაბის ძირის ფართობია 1300სმ2
გამარჯობა. ეს საკითხები ვერ გავიგე  1. როდესაც ჰორიზონტალურ ზედაპირზე F ძალის მოქმედებით თანაბარაჩქარებულად მოძრავ ურიკაზე m მასის ყუთი უძრავია, მაშინ ყუთზე მოქმედი ხახუნის ძალა ( მიუ - ხახუნი........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS