მექანიკური შეშფოთებები (დეფორმაციები), რომლებიც დრეკად გარემოში ვრცელდება. სითხეებში და აირებში შეიძლება მხოლოდ გრძივი დრეკადი ტალღების წარმოქმნა, რომელთა დროსაც გარემო განიცდის მხოლოდ შეკუმშვის (გაჭიმვის) დეფორმაციას და ნაწილაკები ირხევიან ტალღის გავრცელების მიმართულებით. მყარ სხეულებში წარმოიქმნება როგორც გრძივი, ასევე განივი დრეკადი ტალღებიც. განივი დრეკადი ტალღის გავრცელებისას გარემო განიცდის წანაცვლების დეფორმაციას, და გარემოს ნაწილაკები ირხევიან ტალღის გავრცელების მართობული მიმართულებით.