– ფიზიკური ხელსაწყო, რომელიც წარმოსდგენს გამჭვირვალე ან ამრეკვლ ზედაპირზე დატანილ, ერთმანეთისგან ერთნაირი მანძილით დაშორებულ, დიდი რაოდენობის ერთნაირი სიგანის პარალელური შტრიხების ერთობლიობას. სინათლის დიფრაქციის შედეგად დიფრაქციულ მესერზე წარმოიქმნება დიფრაქციული სპექტრი - სინათლის ინტენსივობების მაქსიმუმებისა და მინიმუმების ერთობლიობა.