Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ხახუნი

 

ხახუნი.

ძალის დასახელება

ურთიერთქმედების ბუნება

ფორმულა

მიმართულება

გამოყენების პირობები

შენიშვნა

უძრაობის ხახუნის ძალა

ელექტრომაგნიტური

სხეულზე მოდებული ძალის საპირისპიროდ არის მიმართული ურთიერთშეხების ზედაპირის გასწვრივ.

მოდებული ძალასთან სიდიდით ტოლია და მის საპირისპიროდ არის მიმართული.

 

დამოკიდებულია მოხახუნე ზედაპირების გვარობაზე.

N - საყრდენის რეაქციის ძალა.

სრიალის ხახუნის ძალა

ელექტრომაგნიტური

(კულონ-ამონტონის კანონი)

ფარდობითი სიჩქარის ვექტორის საპირისპიროდ არის მიმართული.

ფორმულა სრულდება მიახლოებით, რადგან ხახუნის ძალა დამოკიდებულია სიჩქარეზე.

m - სრიალის ხახუნის კოეფიციენტი. დამოკიდებულია მოხახუნე სხეულების მასალაზე, ზედაპირის დამუშავებაზე. არ არის დამოკიდებული წნევის ძალაზე, შეხების ზედაპიროს ფართობზე.

გორვის ხახუნის ძალა

ელექტრომაგნიტური

ფარდობითი სიჩქარის ვექტორის საპირისპიროდ არის მიმართული.

ფორმულა სრულდება მიახლოებით, რადგან ხახუნის ძალა დამოკიდებულია სიჩქარეზე.

m - გორვის ხახუნის კოეფიციენტი.

წინაღობის ძ

  (სველი ხახუნის)

ელექტრომაგნიტური

F=αv

F=βv2

სიჩქარის ვექტორის საპირისპიროდ არის მიმართული.

გარკვეულ სიჩქარემდე სრულდება სრულდება ფორმულა F=αv, შემდექ - F=βv2. რომელი ფორმულა უნდა გამოიყენონ ადგენენ ცდით.

პროპორციულობის კოეფიციენტი დამოკიდებულია გარემოს გვარობაზე, სხეულის ფორმაზე და ზომებზე. 

გრაფიკი:

1. უძრაობის ხახუნი.

2. სრიალის ხახუნი. როცა v=const μ=tgα.

3. სველი ხახუნი.

     

წნევა. არქიმედეს ძალა

 
წნევა

თუ სხეულზე მოქმედებს ზალა და ამ ზალის მოქმედების გამო ეს სხეული დეფორმირდება, მაშინ ამ ძალას ხშირად წნევის ძალას უწოდებენ. წნევის ზალის როლი შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ძალამ (სხეულის წონა, რომელიც საყრდენის დეფორმირებას ახდენს; ძალა რომელიც სხეულს მიაჭერს რაიმე ზედაპირს და ა.შ.). სკალარულ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც სხეულზე ზედაპირის მართობად მოქმედი ძალის ამ ზედაპის ფართობთან ფარდობის ტოლია, ეწოდება წნევა: .

 

 

 

Si სისტემაში წნევის ერტეულია პასკალი(პა). წნევა უდრის 1 პა-ს, თუ 1მ2 სხეულის ზედაპირზე მის პერპენდიკულარულად მოქმედებს 1ნ ძალა

1პა=ნ/მ2

 

არქიმედეს (ამომგდები) ძალა.

1. სიტხის ან აირის ბოძის წნევა.

, სადაც S არის ფართობი, h - სითხის ან აირის ბოძის სიმაღლე, ρ - აირის ან ბოძის სიმკვრივე.

ყურადღება! სითხის ან აირის ბოძის წნევა (ჰიდროსტატიკური წნევა) არ არის დამოკიდებული ჭურჭლის ფორმაზე.

P=ρgh

2. ამომგდები ძალის წარმოშობის მიზეზები.

p3=p4 , რადგან სიღრმეები ერთნაირია.

F2>F1, რადგან სიღრმე h2>h1.

Fამომდდები=F2 - F1     -   ამომგდები ძალის წარმოქმნის მიზეზი არის სხვადასხვა სიღრმეზე მოქმედი წნევის ძალების სხვაობა!

Fამომგდები=p2S -p1S=Sgρ(h2 - h1)= gρV,

სადაც ρ - სითხის ან აირის სიმკვრივეა,

V - მოცულობა სხეულის ჩაძირული ნაწილისა.

რადგან m=ρV არის სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მასა, ამიტომ Fამომგ=Fარქ.=mსიტხg=Pსითხ

Fარქ=ρსითხgVსხ

სითხეში (ან აირში) ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, რომელიც სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (ან აირის) წონის ტოლია.

 

3. სითხეში ან აირში ჩაძირული სხეულის წონა.

უძრაობის მდგომარეობაში P0=mg. თუ სხეული ჩაძირულია სითხეში ან აირში, მაშინ P=P0-Fარქ=Р0 - Pსითხ

სითხეში (ან აირში) ჩაძირული სხეული წონაში იკლებს იმდენს, რამდენსაც იწონის მის მიერ გამოდევნილი სითხე (ან აირი).

P=mg-ρსითხgVსხ

4. სხეულის ცურვის პირობები.

 თუ:

  • Fარქ >mg  - სხეული ამოცურდება, მანამ, სანამ ზალები არ გატოლდება.
  • Fარქ<mg   - სხეული იძირება.
  • Fარქ=mg   - სხეული ცურავს სიტხის (აირის) ნებისმიერ წერტილში სადაც ეს პირობა სრულდება.

5. ამწევი ძალა.

Fამწ=Fარქ-mg  - მაქსიმალური წონა, რის დაკავებაც შეუძლია მოცურავე სხეულს.

 

წონა

 

წონა

ძალას, რომლითაც სხეული მოქმედებს ჰორიზონტულ საყრდენზე ან ვერტიკალურ საკიდზე დედამიწის მიზიდულობის გამო, წონა ეწოდება.

 

ყურადღებით!  წონა არის ძალა, შესაბამისად, იზომება ნიუტონებში.  [P]=ნ

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, სხეულის წონა არის დრეკადობის ძალასთან (საყრდენის რეაქცია, ძაფის დაჭიმულობა) წყვილში მოქმედებს. ანუ თავისი ბუნებით წონა არის დრეკადობის ძალა, რომელიც აღიძვრება საყრდენში ან საკიდში! წონის ძალის ვექტორი მოდებულია საყრდენზე ან საკიდზე, ანუ შესაბამისად, თუ არ არის საყრდენი ან საკიდი, არ არის არც წონა.

 

ზოგადად სრულდება შემდეგი თანაფარდობები:

 - ნიუტონის მეორე კანონი

- ნიუტონის მესამე კანონი.

შესაბამისად:  - ეს არის ზოგად შემთხვევაში წონის გამოსათვლელი ფორმულა.

Х ღერძზე მდგენელებში:    განვიხილოთ სამი შემთხვევა (იხ. ნახატი).    

P=mg არის სხეულის წონა უძრაობის მდგომარეობაში ან წრფივ და თანაბარი მოძრაობის დროს.

P=m(g-a) არის სხეულის წონა, როცა  აჩქარების ვექტორი თავისუფალი ვარდნის აჩქარების ვექტორის მიმართულებით არის მიმართული. ამ შემთხვევაში წონის ძალა მოდულით ნაკლებია სიმძიმის ძალაზე. 

როცა a=g P=0 ეს არის უწონადობის მდგომარეობა. ანუ, თუ სხეული თავისუფლად ვარდება მას წონა არ აქვს.

P=m(g+a) არის სხეულის წონა იმ შემთხვევაში, როცა აჩქარების ვექტორი თავისუფალი ვარდნის აჩქარების ვექტორის მიმართულების საპირისპიროდ არის მიმართული.

  - ზედატვირთვა.

მფრინავები და კოსმონავტები განიცდიან 5 -7-მაგ ზედატვირთვას. მაქსიმალური სტატიკური ზედატვირთვა ადამიანისთვის არის - 13g, დინამიკური (მოკლეხანგრძლივობის) - 20g-მდე.

ხელოვნური თანამგზავრები. კეპლერის კანონი

 

ხელოვნური თანამგზავრები

პირველი კოსმოსური სიჩქარე (წრიული სიჩქარე) - უმცირესი საწყისი სიცქარე, რაც უნდა მიენიჭოს სხეულს, რათა ის გახდეს პლანეტის ხელოვნური თანამგზავრი (დედამიწისთვის - 7,9 კმ/წმ) - ტრაექტორია 1.

მეორე კოსმოსური სიჩქარე (პარაბოლური სიჩქარე) - უმცირესი საწყისი სიჩქარე, რაც უნდა მიენიჭოს სხეულს, რათა მან დაძლიოს პლანეტის მიზიდულობა (დედამიწისთვის - 11,2 კმ/წმ) - ტრაექტორია 3.

მესამე კოსმოსური სიცქარე - უმცირესი საწყისი სიჩქარე, რომლის შემთხვევაშიც სხეული ტოვებს მზის სისტემას (დედამიწისთვის -16,6 კმ/წმ) - ტრაექტორია 4.

კეპლერის კანონები.

კეპლერის ემპირიული (ცდისეული) კანონები საფუძვლად დაედო თეორიულ ასტრონომიას, ახსნილი იქნა მექანიკაში ნიუტონის მიერ, კერძოდ მსოფლიო მიზიდულობის კანონით.

 

კეპლერის კანონები:

  • ყოველი პლანეტა ბრუნავს მზის ირგვლივ ელიფსზე, ამასთან მზე იმყოფება ამ ელიფსის ერთ-ერთ ფოკუსში.
  • დროის ტოლ შუალედებში რადიუს ვექტორი და პლანეტები შემოწერენ ტოლ ფართობებს.
  • პლანეტიდან მზემდე სასუალო მანძილების კუბები პროპორციულია მზის ირგვლივ პლანეტების ბრუნვის პერიოდების კვადრატებისა.

კეპლერის მიერ არმოცენილი პლანეტების მოძრაობის სამი კანონი საფუძვლად დაედო კეპლერის ჰელიოცენტრულ სისტემას.

მსოფლიო მიზიდულობის კანონი. სიმძიმის ძალა

 
მსოფლიო მიზიდულობის ძალა

აღმოაჩინა ნიუტონმა 1667 წელს პლანეტების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე (კეპლერის კანონები) და კერძოდ მთვარის მოზრაობის საფუძველზე.

ყველა სხეული ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

კანონი სამართლიანია:

  1. ერთქვაროვანი ბურთისთვის.
  2. მატერიალური წერტილებისთვის.
  3. კონცენტრული სხეულებისთვის.

გრავიტაციული ურთიერთქმედება მნისვნელოვანია დიდი მასებისთვის.

მაგალიტები:      

 წყალბადის ატომში ელექტრონისა და პროტონის მიზიდულობა   ~  2×10-11 ნ.

 

დედამიწასა და მთვარეს სორის მიზიდულობა ~  2×1020 ნ.

 

მზესა და დედამიწას შორის მიზიდულობა ~ 3,5×1022 ნ.

გამოყენება:

  1. პლანეტებისა და მათი თანამგზავრების მოძრაობის კანონზომიერებები. დაზუსტებულია კეპლერის კანონები.
  2. კოსმონავტიკა. თანამგზავრების მოძრაობების გათვლა.

ყურადრება!:

  1. კანონი არ ხსნის მიზიდულობის მიზეზს, არამედ მხოლოდ აცვენებს რაოდენობრივ კანონზომიერებას.
  2. სამი და მეტი სხეულის ურთიერთქმედების შემთხვევაში მოძრაობის ამოცანის გადაჭრა არ შეიძლება ზოგადი სახით. საჭიროა სხვა სხეულებიტ გამოწვეული "შეშფოთებების" გათვალისწინება (ნეპტუნის აღმოცენა 1846წ და პლუტონის აღმოჩენა 1930 წ.).
  3. ნებისმიერი ფორმის სხეულების შემთხვევაში საჭიროა სხეულის მცირე შემადგენელი ნაწილების ურთიერთქმედებების აჯამვა.

კანონის ანალიზი:

  1. ძალა მიმარტულია სხეულების შემაერთებელი წრფის გასწვრივ.
  2. G - მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა (გრავიტაციული მუდმივა). რიცხვიტი მნისვნელობა დამოკიდებულია ერტეულთა სისტემის არჩევაზე.

 

Si სისტემაში:        G=6,67.10-11 ნ.მ2/კგ2 .

 G=6,67.10-11 ნ.მ2/კგ2 .

პირველად გრავიტაციული მუდმივას პირდაპირი გაზომვები ჩაატარა კავენდიშმა სასწორის მეშვეობით 1798წ.

ვთქვათ m1=m2=1 კგ, R=1 მ, მაშინ: G=F (რიცხობრივად).

გრავიტაციული მუდმივას ფიზიკური არსი:

გრავიტაციული მუდმივა რიცხობრივად 1 მეტრით დაშორებულ თითო კილოგრამის მასების მქონე ორ სხეულს შორის მიზიდულობის ძალის მოდულის ტოლია.

ის, რომ გრავიტაციული მუდმივა ზალიან მცირეა აცვენებს, რომ გრავიტაციული ურთიერტქმედების ინტენსივობა მცირეა.

 

სიმძიმის ძალა

სიმძიმის ძალა - ეს არის დედამიწის (პლანეტის) მიერ სხეულის მიზიდულობის ძალა.

 

 

 - მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან. (სადაც M - პლანეტის მასაა, m - სხეულის მასაა, R - პლანეტის ცენტრამდე მანძილია).

 - სიმძიმის ზალა ნიუტონის მეორე კანონიდან (სადაც m - სხეულის მასაა, g - სიმზიმის ზალის აცქარებაა).

  - სიმძიმის ზალის აჩქარება არ არის დამოკიდებული სხეულის მასაზე (გალილეის ცდები).

g0=9,81 მ/წმ2 - დედამიწის ზედაპირზე

თუ ავღნიშნავთ R0 პლანეტის რადიუსს, ხოლო h - პლანეტის ზედაპირიდან სხეულის დაშორებას, მაშინ: 

სიმძიმის ზალის აცქარება დამოკიდებულია:

  1. პლანეტის მასაზე.
  2. პლანეტის რადიუსზე.
  3. პლანეტის ზედაპირიდან დასორებაზე.
  4. გეოგრაფიულ განედზე (პოლუსებზე - 9,83 მ/წმ2. ეკვატორზე -9,79 მ/წმ2.
  5. სასარგებლო წიარისეულის ფენებზე.

  1. ნიუტონის მეორე და მესამე კანონები
  2. ძალა. ნიუტონის პირველი კანონი
  3. სხეულის მასა
  4. დინამიკა. ინერცია

Page 6 of 9

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9

კითხვა–პასუხი


გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ეს ამოცანა ვერ გავიგე: გამოთვალეთ 100 მეტრი სიგრძის სპილენძის კაბელის წინაღობა, რომლის ერთ-ერთი მავთული სახაზავზეა დახვეული. ხომ უნდა იყოს მოცემული განიკვეთის ფართო........
გთხოვთ თანმიმდევრობით მითხრათ სპექტრის ფერები
    pv5/3=const..იდიალური ერთატომიანი აირისთვის ეს საიდან მტკიცდება ვერ მივხვდი...   და კიდევ, ადიაბატის განტოლებაში  ხარისხის მაჩვენებელი საიდან არის მოტანილი? თქვენს კონსპექტშ........
გამარჯობათ! როგორ გავაკეთო მითხარით რა... განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა,რომელსაც ქმნის A  და Bწერტილებში დამაგრებული ორი ტოლი და საპირისპირო ნიშნის Iq1I=Iq2I=IqI წერტილოვანი მუხტები მათი........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS