Alexis Thérèse Petit (2 ოქტომბერი1791, – 21 ივნისი1820) იყო ფრანგი ფზიკოსი. უმეტესად ცნობილია თავისი შრომებით აირისა და ორთქლის ძრავებში.
Claudius Ptolemaeus (ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος; 87 - 165) — ალექსანდრიელი ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი; შექმნა მზის სისტემის გეოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო.
ცნობილი გეოგრაფიის ავტორი.
Jules Henri Poincaré; (29 აპრილი, 1854, — 17 ივლისი, 1912) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი და ფილოსოფოსი.
ისტორიკოსები ანრი პუანკარეს მიაკუთვნებენ ყველა დროის უდიდეს მათემატიკოსთა რიცხვს. ის ითვლება უკანასკნელ უნიივერსალურ მათემატიკოსად, მეცნიერად. მას შეეძლო თავისი დროის ყველა მათემატიკური შედეგების განსაზღვრა. მის კალამს მიკუთვნება 500-ზე მეტი სტატია და წიგნი.
Siméon Denis Poisson, (21 ივნისი1781 – 25 აპრილი 1840), ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მისი ნაშრომების სია აჭარბებს 300-ს. ისინი სუფთა მათემათიკის, მათემატიკური ფიზიკის, თეორიული და ცის მექანიკის სხვადასხვა დარგებს ეხება. აქ მოკლედ მოვიყვანთ მხოლოდ მისი სახელით მეცნიერებაში დამკვიდრებულ მნიშვნელოვან ერთეულებს: პუასონის პროცესი, პუასონის განტოლება, პუასონის ბირთვი, პუასონის განაწილება, პუასონის ფრჩხილი, პუასონის ალგებრა, პუასონის რეგრესია, პუასონის ჯამის ფორმულა, პუასონის ადგილი, პუასონის ფარდობა, პუასონის ნულები, კონვეი-მაქსველ-პუასონის განაწილება, ეილერ-პუასონ-დორბოქსის განტოლება.
Irène Joliot-Curie (12 სექტემბერი 1897 – 17 მარტი 1956) ფრანგი მეცნიერი, მარია და პიერ კიურების ქალიშვილი და ფრედერიკ ჟოლიო კიურის მეუღლე. თავის ქმართან ფრედერიკ ჟოლიო კიურისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში 1935 წელს ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენისთვის. ჟოლიო-კიურების ორივე შვილი ჰელენი და პიერი ასევე წონიანი მეცნიერები არიან.
