Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

არქიმედე

Archimedes of Syracuse (ბერ. Ἀρχιμήδης) (ძვ. წ. 287 ―ძვ. წ. 212) — ძვ. ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუზაში, სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.
ვარაუდობენ, რომ არქიმედეს მამა, ფიდია, ასტრონომი იყო. ის ხელმძღვანელობდა შვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს, შემდეგ კი არქიმედემ სწავლა–განათლება განაგრძო იმ დროის უდიდეს კულტურულ ცენტრში – ალექსანდრიაში. აქ იგი დაუახლოვდა ევკლიდეს მოწაფეებს ერატოსთენეს და კონონს. არქიმედეს შრომების ნაწილმა ჩვენამდე ამ მეცნიერებთან მიმოწერის სახით მოაღწია. არქიმედეს ცხოვრების ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება მისი ასტრონომიული შრომები, ცის სფეროს მოდელი – გლობუსი, მზის დიამეტრის გამზომი ხელსაწყო და აგრეთვე პირველი თხზულებანი მექანიკაში, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ფიზიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი შრომა: "სიბრტყეთა წონასწორობის შესახებ", რომელიც აგებულია ევკლიდეს "საწყისების" მსგავსად. პოსტულატების ჩამოყალიბებას მოსდევს ბერკეტის კანონის მათემატიკური გამოყვანა და სწავლება სიმძიმის ცენტრის შესახებ. არქიმედეს პირველი მათემატიკური თხზულება იყო "პარაბოლას კვადრატურის შესახებ", სადაც გამოყენებულია ფართობის გამოთვლის "მექანიკური" მეთოდი. უფრო გვიანდელ შრომაში "სფეროსა და ცილინდრის შესახებ" გადმოცემულია სფეროს, სფერული სეგმენტის, ცილინდრის ზედაპირისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები. აქვეა მოცემული კუბური განტოლების გეომეტრიული ამოხსნა. საკუთარი მეთოდის საშუალებით, რომელიც ორი ათასი წლის შემდეგ ინტეგრალურ აღრიცხვაში განვითარდა, არქიმედემ განსაზღვრა სხვადასხვა სხეულის ზედაპირის ფართობი და მოცულობა. სტატიკურ და ჰიდროსტატიკურ შრომებში ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად მან პირველმა გამოიყენა ფიზიკური და მათემატიკური მეთოდები. შემოქმედების გვიანდელ პერიოდში არქიმედე დაინტერესდა ზუსტი გამოთვლებით, რაც უცხოა ანტიკური მათემატიკისათვის. არქიმედეს ბოლო გამოკვლევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა "მოტივტივე სხეულების შესახებ", რომელშიც გადმოცემულია არქიმედეს კანონი.
არქიმედეს მრავალრიცხოვანმა აღმოჩენებმა განაპირობა მრავალი ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარული წარმოშობა აქვს ამაყ ფრაზასაც: "მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!" და შეძახილსაც "ევრიკა!". არქიმედე იზიარებდა დემოკრიტეს და არისტარქეს მატერიალისტურ შეხედულებებს. გენიალურ თეორიულ აღმოჩენებთან ერთად არქიმედეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც, როგორიცაა არქიმედეს ხრახნი.

ბალმერი, იოჰან

Johann Jakob Balmer (მაისი 1, 1825 – მარტი 12, 1898) შვეიცარელი მათემატიკოსი და მათფიზიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მათემატიკოსი, იგი არ შემორჩენილა მეხსიერებაში მისი მათემატიკაში შესრულებული რაიმე ნაშრომის გამო. მისი მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერებაში არის რაც სამოცი წლის (1885) ასაკში გააკეთა, არის წუალბადის ატომის ხილული სპექტრული ხაზების ემპირიული ფორმულა.

ბეკერელი ანტუან

Antoine Henri Becquerel (15.XII.1852–25.VIII.1908) იყო ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. მარია სკლადოვსკაია კიურისა და პიერ კიურისთან ერთად აღმოაჩინა რადიოაქტივობა, რისთვისაც სამივემ 1903 წელს მიიღეს ნობელის პრემია. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის  ერთეულს. 

ბერნული დანიელ

Daniel Bernoulli (8.02.1700 – 17.03,1782) შვეიცარიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. იყო ბევრი გამოჩენილი მათემატიკოსის ბერნულების ოჯახის წევრი. უმეტესად იგი შემორჩა მის მიერ მათემატიკის მექანიკაში წარმატებული გამოყენებით, კერძოდ, კერძოდ სითხეების მექანიკაში და მისი პიონერული ნაშრომებით ალბათობასა და სტატისტიკაში. მისი სახელი უკავშირდება ბერნულის პრინციპს.

ბიო, ჟან ბატისტ

Jean-Baptiste Biot (21 აპრილი1774 – 3 თებერვალი 1862) ფრანგი ფიზიკოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი. მან დაადასტურა მეტეორიტების სინამდვილე, შეასრულა საფრენი ბუშტით ფრენა და შეისწავლა სინათლის პოლარიზაცია. მან სავართან ერთად ცდისეულად განსაზღვრა გალვანური დენიანი სადენის მაგნიტურ ისარზე მოქმედების კანონი. მის სახელს უკავშირდება ბიო-სავარის კანონი.

  1. ბოილი, რობერტ
  2. ბოლცმანი, ლუდვიგ
  3. ბორი, ნილს
  4. ბრაგე ტიხო

Page 2 of 22

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


უი, კიდევ რა მინდა გკითხოთ: სისტემები ერთმანეთის მიმართ უძრავია როცა ერთი სისტემა მეორის მიმართ არ იცვლის მდებარეობას; მაააშინ, ასეთი სიტუაცის წაარმოვიდგინოთ: ორი სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ი........
თუ სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინის ბრტყელპარალელურ ფირფიტას 40 გრადუსიანი კუთხით, მაშინ სხივის ფირფიტიდან გამოსვლისას გარდატეხის კუთხე იქნება.........
ვერცხლისწყლის ნაჯერი ორთქლის სიმკვრივე 20ºC-ზე 0,02გ/მ3-ია. გამოთვალეთ ორთქლის წნევა ამ ტემპერატურაზე(0,24პა)
ორი ერთნაირი ბურთულა ჩამოკიდებულია  L   და   L/4 სიგრძის ძაფზე ისე , რომ ერთმანეთს ეხება. მეორე ბურთულას რხევის პეროპდი T. პირველი ბურთულა მცირედ გადახარეს მარცხნივ ისე , რომ ძაფი ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS