Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მაგნიტური ნაკადი

 - B მაგნიტური ინდუქციის ვექტორის ნაკადი რაიმე ზედაპიში. F მაგნიტური ნაკადი S ზედაპირში გამოისახება ფორმულით F=BScosα, სადაც α- კუთხეა მაგნიტური ინდუქციის ვექტორსა და S ზედაპირის ნორმალს შორის. SI-ში ერთეულია - ვებერი (ვბ).

მაგნიტური პოლუსი

- დამაგნიტებული ნიმუშის (მაგნიტის) ზედაპირის ნაწილი, რომელზეც დამაგნიტებულობის ზედაპირისადმი ნორმალური მდგენელი ნულისგან განსხვავებულია. მიღებულია ჩაითვალოს, რომ მაგნიტის გარედან მაგნიტორი ინდუქციის წირები გამოდიან ჩრდილოეთ პოლუსიდან და შედიან სამხრეთ პოლუსში. მაგნიტის შიგნით - პირიქით.

მაგნიტური შეღწევადობა

- ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს გარე მაგნიტური ველისა და ნივთიერების მაგნიტური ველის ინდუქციებს შორის კავშირს. აღინიშნება m-ით. დიელექტრიკებისათვის m<1, პარამაგნიტებისათვის m>1, ფერომაგნიტებისათვის m>>1.

მაზერი

- სანტიმეტრული დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტური გენერატორი. ხასიათდება მაღალი მონოქრომატულობით, კოჰერენტულობით და გამოსხივების ვიწრო მიმართვით. გამოიყენება რადიოკავშირში, რადიოასტრონომიაში, რადიოლოკაციაში და ასევე სტაბილური სიხშირის რხევების გენერირებისთვის. შადარე ლაზერს

მათემატიკური ქანქარა

იდეალიზებული ობიექტი: მერხევი სისტემა, რომელიც შედგება უძრავ წერტილზე უწონადი, უჭიმადი ძაფით ჩამოკიდებული მატერიალური წერტილისგან და მიზიდულობის ცენტრისგან (მაგ., დედამიწა). მათემატიკური ქანქარა ასრულებს რხევებს ვერტიკალურ სიბრტყეში. მცირე რხევების დროს მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე და გამოისახება ფორმულით \( T=2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\)  , სადაც ℓ - ძაფის სიგრძა, ხოლო g - თავისუფალი ვარდნის აჩქარება,

  1. მაიერის განტოლება
  2. მაიკელსონის ცდა
  3. მაიკელსონის ცდა
  4. მანომეტრი

Page 56 of 103

  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60

კითხვა–პასუხი


60კგ მასის სხეული აწყდება ცილინდრული ფორმის 10 მეტრი რადიუსის მქონე ჩაღრმავებას რომლის შუა წერტილია b.განსაზღვრეთ რა ძალით აწვება იგი ზედაპირს წერტილში რომელიც მიიღება b წერტილის მობრუნებით ჩაღრმავები........
მიპასუხეთ გთხოოოოოვთ გამოცდამაქვს სხეული ვერტიკალურად ზევით აისროლეს 30 მ/წმ სიჩქარით. რა სიმაღლეზე აღმოჩნდება იგი 3 წმ-ის შემდეგ? რას უდრის სიჩქარე ამ სიმაღლეზე?
წვიმის წვეთი რომელსაც +6.72 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ მუხტი ჰქონდა,შეერთდა წვეთთან რომლის მუხტი -10,08 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ-ის ტოლი იყო. როგორი იქნება მიღებული წვეთის მუხტი? რამდენ........
სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წმ-ის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10 კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა. რისი ტოლი იყ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS