Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

იზობარა

მუდმივი წნევის წირი, რომელიც მდგომარეობის დიაგრამაზე გამოსახავს წონასწორულ იზობარულ პროცესს.

იზობარები

 – სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ატომები, რომელთაც აქვთ ერთნაირი მასური რიცხვი. იზობარების ბირთვები შეიცავენ სხვადასხვა რაოდენობის პროტონებს, მაგრამ ნუკლონების (პროტონები და ნეიტრობები) საერთო რაოდენობა მათ ერთნაირი აქვთ.

იზობარული პროცესი

აზრობრივი მოდელი თერმოდინამიკური პროცესისა, რომელიც მუდმივი წნევის პირობებში მიმდინარეობს. იდეალური აირებისთვის აღიწერება გეი-ლუსაკის კანონით.

იზოთერმა

მუდმივი ტემპერატურის წირი, რომელიც მდგომარეობის დიაგრამაზე წონასწორულ იზოტერმულ პროცესს აღწერს.

იზოთერმული პროცესი

მოდელი თერმოდინამიკური პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს მუდმივი ტემპერატურისას. მაგ., ქიმიურად ერთგვაროვანი სითხის დუღილი, ქიმიურად ერთგვაროვანი კრისტალის დნობა მუდმივი გარე წნევის დროს. იდეალურიაირებისთვის აღიწერება ბოილ-მარიოტის კანონით.

  1. იზოპროცესები
  2. იზოტოპები
  3. იზოტროპულობა
  4. იზოქორა

Page 42 of 103

  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46

კითხვა–პასუხი


0.8მ სიმაღლის და 30 გრადუსიანი კუთხით დახრილი სიბრტყის უმაღლესი წერტილიდან მოძრაობას იწყებს ძელაკი. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე დახრილი სიბრტყის ფუძესთან.
გვაქვს R=1000 ომი წინაღობის გამტარი, რომელიც უძლებს მაქსიმუმ I=1 ა დენს. როგორ დაამზადებთ ამ გამტარისაგან მაქსიმალური სიმძლავრის U=220 ვოლტი ძაბვის ქსელისათვის გათვალისწინებულ სახურებელს?   ........
ხომ ვერ მეტყვით ფიზიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რომელი წიგნით ვიმეცადინო? მაღალი ქულის მიღება მინდა. მადლობთ წინასწარ.
სიბრტყეზე მოთავსებული 4 კგ მასის სხეული a=45 გრადუსიან დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს 4 მწ/წმ2 აჩქარებით . სიბრტყის მართობულად რა მინიმალური ძალით უნდა ვიმოქმედოთ სხეულზე რომ მან თანაბრად იმოძრაოს
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS