შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ უძრავ  ჭოჭონაქზე   გაწონასწორებულია ორი ტვირთი.  თითოეული მათგანის მასა არის 0,230 კგ,  როგორი აჩქარებით იმოძრავებენ ტვირთები,  თუ ერთ მათგანზე მოვათავსებთ 0,030 კგ მასის დამატებით ტვირთს? ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ. როგორი სიჩქარე ექნება ტვირტებს მოძრაობის დაწყებიდან 5,0 წამის შემდეგ?  რა მანძილს გაივლის თითოეული  ტვირთი  4 წამში?   დავაგეგმილე მაგრამ სიჩქარეები ვერ გამოვთვალე
გამარჯობა 1) m1=10 გ  მასის  ტყვია ,  რომელიც  V1=600მ/წმ  სიჩქარით მოძრაობს ჰორიზონტალურად,  ხვდება გრძელ ძაფზე თავისუფლად დაკიდებულ  m2=0,5 კგ  მასის ხის  ნაჭერს და შეაღწია მასში  S=10 სმ -ზე.    იპოვეთ: ა) ტყვიის მოძრაობისას  ხის წინაღმდეგობის ძალა  ბ) რა  S1 სიღმეში შეაღწევს ტყვია  თუ ხის ნაჭერი დამაგრებულია.   2)ორ  ავტომობილს შორის  მანძილია  100 კმ.  ერთი მათგანი მოძ........
გამარჯობა! ორ  პუნქტს შორის მანძილი  სხეულმა  20 წუთში  გაიარა   72 კმ/სთ  საშუალო სიჩქარით.   სხეულის გაქანება და დამუხრუჭება გრძელდებოდა ერთად 4 წუთს,  დანარჩენ დროს სხეული მოძრაობდა თანაბრად. იპოვეთ სხეულის სიჩქარე თანაბარი მოძრაობისას. ვერ გავიგე, გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა      
გამარჯობათ გილოცავთ აღდგომას ესეთი კითხვა მაქ: ვთქვათ გვაქ 2 მასისელასტიური  შეჯახება თავიდან პირველი უძრავია მეორე კი ეჯახება მას მეორეს მასა ორჯერ მეტია პირველისაზე როგორ აღიწერება ეს დაჯახება თუ მას დავაკვირდებით თვითნ პირველ მასასთან დაკავშირებული ათვლის სისტემიდან განსაკუთრებით მაინტერესებს იმპულსების მუდმივობის კანონი როგორ ჩაიწერება ამ ათვლის სისტემაში მე ვერანაირად ვერ მივიღე ტოლი იმპულსები დაჯახებამდე და დაჯახების შემდეგ  
გამარჯობა ბატონო ოლეგ, იქნებ დამეხმაროთ? ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულისსიჩქარემ 3წმ-ის შემდეგ ჰორიზონტთან შეადგინა45გრადუსიანი კუთხე.გამოთვალესხეულის სიჩქარემოძრაობის დაწყებიდან4წმ--ის შემდეგ. ჰორიზონტისადმი გასროლილისხეულის სიჩქარე30მ/წმ იცვლება --30მ/წმ-მდეგარკვეულ დროში. სხეულისასვლის მაქსიმალური სიმაღლეა 30მ. რა დროში დაეცემა სხეული პლანეტის ზედაპირზე
თუ შეგიძლიათ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ: ყუმბარა გაისროლეს ჰორიზონტისადმი კუთხით. ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში იგი გასკდა ორ ტოლ ნაწილად, რომელთაგან ერთ-ერთმა დაიწყო უსაწყისო სიჩქარით თავისუფალი ვარდნა. გასროლის წერტილიდან რა მანძილზე დაეცემა მეორე ნატეხი, თუ პირველი დაეცა გასროლის წერტილიდან L მანძილზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. 
m1   მასის ძელაკი დევს დახრილ სიბრტყეზე, რომელიც  ჭოჭონაქის მეშვეობის დაკავშირებულია  m2  მასის ძელაკთან... ძელაკთა  მასები, დახრილობის კუთხე და ხახუნის კოეფიციენტი დახრილ სიბრტყესთან ისეა შერჩეული, რომ   m1 ძელაკი მაინც სრიალებს დახრილი სიბრტყის გასწვრივ ქვევით.(ზევით) რა მაქსიმალური  a  აჩქარებით უნდა ვამოძრავოთ   დახრილი სიბრტყე ჰორიზონტალური   მიმართულებით, რათა ძელაკი მის მიმართ  უძრავი აღმოჩნდეს?
აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვისას დენის ძალა 2,5ა-ია, ძაბვა ბატარეის მომჭერებზე 12,5ვ, ბატარეის ემ ძალა კი  12 ვ, განსაზღვრეთ ბატარეის შიგა წინაღობა. დიდი მადლობა ბატონო ოლეგ
გამარჯობა ბატონო ოლეგ, კიდევ ერთ ამოცანაზე მიწევს თქვენი შეწუხება. ორი ელემენტი პარალელურად არის შეერთებული. პირველის ემ ძალა 2ვ, შიგა წინაღობა კი 0,6 ომია, მეორესი 1,5ვ და 0,4 ომი, განსაზღვრეთ ძაბვა ელემენტთა ბატარეის მომჭერებზე, გმადლობთ
მოგესალმებით. ჩემი კითხვა ასე ჟღერს: რას გვიჩვენებს დინამომეტრი? მე ვფიქრობ, ის არ გვიჩვენებს დინამომეტრზე მოდებულ ძალების ტოლქმედს, რაც გავრცელებული აზრია. მაგალითად, ორი ადამიანი ბაგირს აქეთ-იქით სწევს. ბაგირზე შუაში ჩამონტაჟებულია დინამომეტრი. თითოეული ადამიანი ბაგირზე მოქმედებს 200 ნ ძალით. რას უჩვენებს დინამომეტრი? -200 ნ-ს. ამ დროს მასზე მოდებული ძალების ტოლქმედი 0-ია. ის გვიჩვენებს, თუ როგორ იჭიმება მისი ზამბარა. და მაინც რატომ?   
დიდი მადლობა... გაიხარეთ... გემიდან უშვებენ კატერს და მოძრაობსს მდინარის დინების მართობულად...  
საინტერესო ამოცანა  ჭოჭონაქთა  სისტემის შესახებ: (ნაგვიანები პასუხი  ქ-ნ ქეთის ) სურათზე ჭოჭონაქთა სისტემაა. უძრავ ჭ-ზე ერთ მხარეს კიდია m1 სხეული, მეორე მხარეს კი ისევ  ჭოჭონაქი, რომლის აქეთ-იქით m2 და m3. სისტემა წონასწორობაშია, როცა m2 = m3 = 0,5m1.   სხეულების  მასებს  შორის კიდევ რა თანაფარდობისთვის იქნება ცალკე  m1 , ცალკე  m2  და  ცალკე  m3 მასის სხეულები........
ორი წერტილი ერთი მიმართულებით მოძრაობს წრეწირზე.ისინი პერიოდულად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს.პირველის სიჩქარეა 3v,მეორის-5v.რა განსხვავებული სიჩქარით უნდა იმოძრაოს პირველმა წერტილმა,რომ დროის შუალედი შეხვედრებს შორის იგივე დარჩეს? მადლობა  
ბატონო ოლეგ, ეს როგორ იხსნება ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტის  და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება?
დედამიწის ზედაპირიდან ბურთულებს ისვრიან ვერტიკალურად ზევით 10მ/წმ სიჩქარით დროის ტოლი T ინტერვალით. მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში პირველი და მესამე ბურთულები ერთი და იმავე სიმაღლეზე იმყოფებიან. იპოვეთ 1) T  2) რა სიმაღლეზეა მეორე ბურთულა მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში,  3) პირველი ბურთულის სიჩქარე მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში.
მოგესალმებით ბატონო ოლეგ ! ამოცანა შეეხება გრაფიკის აგებას ვერა და ვერ გავიგე ეს გრაფიკების აგება და იქნებ თქვენ ამიხსნათ ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას აქვს სახე: x=2t, y=1+4t. დაწერეთ ტრაექტორიის განტოლება და ააგეთ მისი გრაფიკი
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. 2 წამში 15 მ-ის სიგრძის გორაკიდან ჩამოსრიალდა ციგა. როგორია დახრილი სიბრტყის სიმაღლის შეფარდება მის სიგრძესთან? 
20მ სიმაღლიდან ვარდნილი 2კგ მასის სხეული თოვლში ეფლობა 50სმ-ზე.განსაზღვრე თოვლის წინააღმდეგობის ძალა.ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებ. ამ ამოცანაზე დამეხმარეთ რაა <3 მადლობაააა
გამარჯობა ბატონო ოლეგ  ჯალამბარის სახელურის რადიუსი 90სმ-ია, ლილვის დიამეტრი 18სმ განსაზღვრეთ ძალის მოდული რომლითაც შეიძლება 70კგ მასის ტვირთის აწევა და სიმაღლე, რომელზეც ავა ტვირთი სახელურის ათჯერ შემობრუნებისას  ლილვის დიამეტრი იქნება 18/2=9 F=mg magram simagle rogor gavigot da ras nishnavs saxeluris atjer shemobrunebisas ?  
ეს ორი მარტივი ამოცანა მინდა და აღარ შეგაწუხებთ 1.ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრი 4,25 ნ-ს უჩვენებს, ქვევით მოძრაობისას-3,75 ნ-ს განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის ძალა  m=F/g da Fხ=მიუmg ? 2.ძალის რა მოგებას გვაძლევს ჰიდრავლიკური წნეხი თუ მისი დგუშების ფართობებია 2სმ^2 და 400სმ^2, ხოლო პატარა დგუშის მოძრაობაში მომყვანი ბერკეტების მხრების სიგრძეებია 10 და 50 სმ ?