ამოცანა 5.1
m = 80 გრ მასის სრული (სავსე) დისკის ტიპის ჭოჭონაქზე გადადებულია წვრილი, უჭიმვადი, მოქნილი და უწონო ძაფი, რომლის ბოლოებზეც ჩამოკიდებულია ტვირთები მასებით m1 = 100 გრ და m2 = 200 გრ. რა აჩქარებით იმოძრავებენ ტვირთები, თუ მათ ნებაზე მივუშვებთ? ჭოჭონაქის ღერძის ხახუნი უგულებელვყოთ.
ამოცანა 5.2
განვსაზღვროთ m = 1 კგ მასისა და R = 10 სმ რადიუსის სავსე ბრუნვის ელიფსოიდის ინერციის მომენტი იმ ღერძის მიმართ, რომელიც მასათა ცენტრზე გადის.
ამოცანა 5.3
OO, O1O1 , O2O2 ღერძების მიმართ განვსაზღვროთ ინერციის მომენტი სისტემისა, რომელიც შედგება ერთმანეთთან ხისტად მიერთებული msph= 2m მასის და R რადიუსის სფეროსა და ორი ერთნაირი m მასისა და \(l=\) 4R სიგრძის მქონე ძეაკისგან. სამივე ღერძის გადაკვეთის წერტილი იმყოფება ვერტიკალური ძელაკის შუაში.
ამოცანა 5.4
წყლის მილზე რეზინის მილაკით მიერთებულია \(l\) სიგრძის და S განიკვეთის მინის მილი, რომელიც ბოლოში მართი კუთხით არის მოხრილი. განსაზღვრეთ რა კუთხით გადაიხრება ვერტიკალიდან მინის მილი, თუ მისგან წყლის გამოდინების სიჩქარე არის \(v\), ხოლო მინის მილის მასა mT..
ამოცანა 5.5
ავტომობილი ადგილიდან იძვრის a აჩქარებით. ერთ-ერთი კარი, რომლის ინერციის მომენტი უძრავი ღერძის მიმართ არის J არის ღია და მისი სიბრტყე ავტომობილის ძარასთან ადგენს მართ კუთხეს. დროის რა მონაკვეთში დაიკეტება კარი. კარის მასათა ცენტრი b მანძილით არის დაშორებული ანჯამებიდან.