აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია ამტკიცებს, რომ შეუძლებელია რაიმე ობიექტი მოძრაობდეს სინათლის სიჩქარეზე (რაც 300 მილიონი მეტრია წამში) უფრო სწრაფად.
ეს შეკითხვა ასტრონომებს მას შემდეგ აღელვებთ, რაც სამოცდაათზე მეტი წლის წინ აღმოაჩინეს, რომ სამყარო არის არა სტატიკური (უძრავი), არამედ ის ფართოვდება. რამოდენიმე წლის წინ, მრავალწლიანიწლიანი დებატების შემდეგ, ამ თავსატეხის ამოხსნის იმედი გამოჩნდა.
დედამიწიდან საკმაოდ დაშორებული ზეახლების აფეთქებებისა და კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის არაერთგვაროვნებების შესწავლა გვიჩვენებს, რომ სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ გაფართოების სიჩქარე იზრდება კიდეც. მრავალი ასტრონომი ამჟამად დარწმუნებულია, რომ სამყარო მუდმივად გააგრძელებს გაფართოებას.
ტრადიციულ კომპიუტერს შეუძლია ერთი მოქმედების შესრულება ერთ ჯერზე, ანუ კითხულობს ინფორმაციის რაღაც ნაწილს (ერთი "ბიტი") და მასზე ასრულებს რამოდენიმე ძირეულ ლოგიკურ ოპერაციას.
ეს ძალიან მარტივი პროცესები უდევს საფუძვლად ყოველივეს, რისი კეთებაც შეუძლიათ თანამედროვე კომპიუტერებს. ისინი აკეთებენ ამ მარტივ ოპერაციებს თანმიმდევრულად ინფორმაციის ნაწილზე გასაოცრად სწრაფად, ისე, რომ შესაძლებელია საკმაოდ რთული შედეგების მიღწევა (როგორიცაა სამგანზომილებიანი გრაფიკა და ინტერაქტიული თამაშები) თითქმის რეალურ დროში წარმოუდგენლად დიდი რიცხვის ამ მარტივი ბიჯების შესრულებით.
რაც უფრო მკვრივია ვარსკვლავი ან პლანეტა, მით უფრო ძნელია მისი გრავიტაციული მიზიდულობისგან თავის დაღწევა. თუ ობიექტი საკმაოდ მკვრივია, მაშინ არაფერს, თვით სინათლესაც კი, არ შეუძლია თავი დააღწიოს მის გრავიტაციულ ველს. ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არის შავი ხვრელი - შავი იმიტომ, რომ არანაირ გამოსხივებას არ შეუძლია მისგან გამოსვლა.
ერთ-ერთი ყველაზე აშკარა საგრძნობი წინააღმდეგობრივი საკითხი თორასა (ძვ. ებრ. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი, შეესაბამება ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას) და მეცნიერებას შორის არის სამყაროს ასაკი. არის ის მილიარდობით წლისა, როგორც სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, თუ არის ის ათასობით წლის, როგორც ამას ბიბლია აფასებს? როცა ჩვენ ვკრიბავთ ბიბლიურ თაობებს და შემდეგ ვამატებთ საუკუნოვან შკალას, ვღებულობთ 6000 წელზე ნაკლებს. მაშინ, როცა ჰაბლის ტელესკოპის ან ჰავაიზე მდებარე ტელესკოპის დაკვირვების მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკი არის 15 მილიარდი წელი პლუს-მინუს 10 პროცენტი. იმისათვის რათა გადავჭრათ ეს აშკარა კონფლიქტი, მე ვიყენებ მხოლოდ ძველ ბიბლიურ კომენტარს, რადგან თანამედროვე კომენტარი უკვე იცნობს თანამედროვე მეცნიერებას და იგი განიცდის მეცნიერების ზეგავლენას.