რაც უფრო მკვრივია ვარსკვლავი ან პლანეტა, მით უფრო ძნელია მისი გრავიტაციული მიზიდულობისგან თავის დაღწევა. თუ ობიექტი საკმაოდ მკვრივია, მაშინ არაფერს, თვით სინათლესაც კი, არ შეუძლია თავი დააღწიოს მის გრავიტაციულ ველს. ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არის შავი ხვრელი - შავი იმიტომ, რომ არანაირ გამოსხივებას არ შეუძლია მისგან გამოსვლა. 

რათა წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი აუცილებელი სიმკვრივე, უნდა წარმოვიდგინოთ სანტიმეტრზე ნაკლები რადიუსის სფერომდე შეკუმშული დედამიწის მასა.

და მაინც, მიღებულია, რომ ასეთი სიმკვრივეები მიირწევა გარკვეული ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლის დასასრულს, და უკანასკნელ ხანს, ძლიერი მინიშნება არსებობს იმისა, რომ მრავალი გალაქტიკის ცენტრებში მოთავსებულია ზემასიური შავი ხვრელები.