ერთ-ერთი ყველაზე აშკარა საგრძნობი წინააღმდეგობრივი საკითხი თორასა (ძვ. ებრ. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი, შეესაბამება ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას) და მეცნიერებას შორის არის სამყაროს ასაკი. არის ის მილიარდობით წლისა, როგორც სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, თუ არის ის ათასობით წლის, როგორც ამას ბიბლია აფასებს? როცა ჩვენ ვკრიბავთ ბიბლიურ თაობებს და შემდეგ ვამატებთ საუკუნოვან შკალას, ვღებულობთ 6000 წელზე ნაკლებს. მაშინ, როცა ჰაბლის ტელესკოპის ან ჰავაიზე მდებარე ტელესკოპის დაკვირვების მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკი არის 15 მილიარდი წელი პლუს-მინუს 10 პროცენტი. იმისათვის რათა გადავჭრათ ეს აშკარა კონფლიქტი, მე ვიყენებ მხოლოდ ძველ ბიბლიურ კომენტარს, რადგან თანამედროვე კომენტარი უკვე იცნობს თანამედროვე მეცნიერებას და იგი განიცდის მეცნიერების ზეგავლენას.
ეს კომენტარი შეიცავს თვით ბიბლიის ტექსტს (3300 წლის წინანდელი), თორას თარგმანი არამეულ ენაზე ონკელოსის მიერ (100 ჩვ.წ.), თალმუდი (დაახლოებით 400 ჩვ.წ. რედაქციით), და სამ დიდ თორას კომენტატორს. ძალიან ბევრი კომენტატორი იყო, მაგრამ სათავეში არის სამი, რომელიც მიღებულია ყველას მიერ: რაში (XI საუკუნე, საფრანგეთი), ვისაც მოჰყავს ტექსტის პირდაპირი გაგება, მაიმონიდესი (XII საუკუნე, ეგვიპტე), რომელიც განმარტავს ფილოსოფიურ კონცეფციას და ბოლოს ნაჰმანიდესი (XIII საუკუნე, ესპანეთი), ყველაზე მნიშვნელოვანი კაბალისტი.
ეს უძველესი კომენტარები შესრულდა ასობით ან ათასობით წლების წინ, გაცილებით ადრე ვიდრე ჰაბლი გაიელვებდა მისი დიდი-ბაბუის თვალში. ასე რომ არ სეიძლება ამ კონცეფციაზე ჰქონდეს ზეგავლენა ჰაბლს ან რომელიმე სამეცნიერო მონაცემს. ეს არის ძირთადი შემადგენელი, რაც განსაზღვრავს ამ დისკუსიის ობიექტურობას.
სამყარო დასაწყისით
1959 წელს ჩატარდა წამყვანი ამერიკელი მეცნიერების გამოკითხვა. მრავალ კითხვას შორის იქნა დასმული შემდეგი, „როგორია თქვენი შეფასებით სამყაროს ასაკი?“ იმ დროს, 1959-ში, ასტრონომია პოპულარული იყო, მაგრამ კოსმოლოგია - სამყაროს ახსნის ღრმა ფიზიკა - მხოლოდ ვითარდებოდა. პასუხები ამასწინათ ხელმეორედ გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე კითხვად სამეცნიერო ჟურნალში Scientific America. მეცნიერთა ორმა მესამედმა გასცა ერთნაირი პასუხი. ორმა მესამედმა - აშკარა უმრავლესობამ გასცა პასუხი „დასაწყისი? არ ყოფილა არავითარი დასაწყისი. არისტოტელემ და პლატონმა გვასწავლა 2400 წლის წინ, რომ სამყარო არის მარადიული. ოჰ, ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია ამბობს „დასაწყისში“. ეს ძალიან ლამაზი ზღაპარია, ღამით ის გვეხმარება ბავშვების დაძინებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არ ყოფილა არავითარი დასწყისი.“
ეს იყო 1959-ში. 1965-ში არნო პენზიასმა და რობერტ ვილსონმა ღამის ცის სიბნელეში აღმოაჩინეს დიდი აფეთქების ექო და მსოფლიო პარადიგმა შეიცვალა მარადიული სამყაროდან სამყაროთი, რომელსაც აქვს დასაწყისი. მეცნიერებამ მოახდინა არანორმალური მსოფლმხედველობითი ცვილება სამყაროს გაგებაში. მეცნიერებამ თქვა, რომ ჩვენს სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. შეუძლებელია არ დააფასო ამ სამეცნიერო „აღმოჩენის“ მნიშვნელობა. ევოლუცია, გამოქვაბულის ადამიანი, ყველაფერი ეს არის ტრივიალური პრობლემები იმ ფაქტთან შედარებით, რომ ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენ გვქონდა დასაწყისი. ზუსტად ისე, როგორც ბიბლია ამტკიცებდა სამი მილენიუმის წინ. ჩვენ არ ვიცით სეკულარული აზრით სწორია თუ არა დაბადების მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი არის „დასაწყისში“, მეორე ნაწილი არის „ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.“ ფიზიკა უშვებს დასაწყისს დამწყების გარეშე. მე არ ვაპირებ ჩავუღრმავდე ამის ფიზიკას აქ. „ღმერთის მეცნიერება“, ჩემი მეორე წიგნი, დაწვრილებით აღწერს ამ საკითხს.
ეს ყველაფერი როშ ჰასანადან იწყება
კითხვა, რომელსაც ჩვენ აქ განვიხილავთ არის, რა ხნის წინ მოხდა „დასაწყისი“? იყო ეს, როგორც ბიბლია შეიძლება გულისხმობდეს ცოტა ნაკლები ვიდრე 6000 წელი, თუ იყო ეს 14დან 15 მიალარდ წლამდე რაც მიღებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ? პირველი რაც უნდა გავიგოთ არის ბიბლიური კალენდრის საწყისი.
ებრაული წელი ითვლება ადამიდან თაობების შეკრებით. დამატებით კიდევ არის 6 დღე სამყაროს შექმნიდან პირველ ადამიანამდე, პირველ არსებამდე, რომელსაც ჰქონდა ადამიანური სული (არა პირველი ჰომინიდი, არსება ადამიანის ფორმით და აზროვნებით, მაგრამ ადამიანური სულის გარეშე, neshama). ჩვენ გვაქვს 6000 წლიანი საათი, რომელიც იწყება ადამით. 6 დღე იზოლირებულია ამ საათისგან. ბიბლიას აქვს ორი საათი. ეს არ არის თანამედროვე რაციონალიზაცია. თალმუდი ამ საკითხს 1600 წლის წინ იხილავდა.
მიზეზი, რატომაც ექვსი პრე-ადამისეული დღე გამოეყო კალენდარს არის ის, რომ დრო სხვაგვარად აღიწერება დაბადების იმ ექვს დღეში. „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად“ ადამიანურ დროსთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე. მას შემდეგ რაც მივდივართ ადამის მემკვიდრეობაზე, დროის სვლა სრულად ადამიანურ ერთეულებშია. ადამმა და ევამ იცხოვრეს 130 წელი სანამ შეეძინებოდათ სეითი. სეითმა იხცოვრა 105 წელი სანამ ეყოლებოდა ენოსი, და ა.შ. (დაბადება თავი 5). ადამის შემდეგ დრო სრულიად ადამიანურია კონცეპტუალურად. მაგრამ ამ დრომდე, ის აბსტრაქტულია. „ღამე და დღე.“ ეს ისეა თითქოს შენ უყურებ მოვლენებს ქვემოთ ისეთი თვალთახედვით, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ამ მოვლენებს, დროის კოსმიური ხედვა.
ვუღრმავდებით ტექსტს
ვცდილობთ რა დროის მსვლელობის გაგებას უნდა გახსოვდეთ, რომ მთელი ექვსი დღე აღწერილია 31 წინადადებით. დაბადების 6 დღე, რამაც ადამიანებს ამდენი თავისტკივილი გაუჩინა მოქცეულია 31 წინადადებაში. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჰეიდენის ბიბლიოთეკაში ჩვენ გვქონდა დაახლოებით 50000 წიგნი, რომლებიც ეხება სამყაროს განვითარებას: კოსმოლოგია, ქიმია, თერმოდინამიკა, პალეონტოლოგია, არქეოლოგია, შესაქმის მაღალი ენერგიების ფიზიკა. ჰარვარდში, ვეიდნერის ბიბლიოთეკაში, აქვთ ალბათ 200000 წიგნი ამავე თემატიკაზე. ბიბლია გვაძლევს 31 წინადადებას. ნუ ელით, რომ ამ წინადადებების უბრალო კითხვით გაიგებთ ყველა დეტალს რაც ხდება ამ ტექსტში. ნათელია, რომ უნდა ვთხაროთ უფრო ღრმად რათა ამოვიღოთ ინფორმაცია.
რა არის „დღე“?
ჩვეულებრივი პასუხი ამ კითხვაზე არის შემდეგი: იყოს დღე დაბადების პირველ თავში დროის ნებისმიერი ხანგრძლივი პერიოდი. ვაიძულოთ ბიბლია მიესადაგოს მეცნიერებას. საბედნიეროდ, თალმუდი ჰაგიგაში (12), რაში იქვე და ნაჰმანიდასი (დაბადება (1:3) ყველა გვეუბნება, რომ დღე ნიშნავს 24 საათს, არა მზის ამოსვლას და ჩასვლას. მზე ნახსენები არ არის დღე ოთხამდე და ეს კომენტარები ყველა ეხება ყველა ექვს დღეს დაწყებული პირველივედან. მაგრამ კომენტარი გრძელდება ექსოდუსში და ლევიტიკუსში, რომ თითოეული დღე არის 24 საათი (კვლავ არ აქვს კავშირი მზის ამოსვლასა და ჩასვლასთან). არის სულ ექვსი დღე და მათი ხანგრძლივობა არ არის უფრო მეტი ვიდრე სამუშაო კვირა. მაგრამ ისინი შეიცავენ მსოფლიოს ყველა ასაკს. როგორ შეიძლება 24 საათიანი დღეები შეიცავდნენ მსოფლიოს ყველა ასაკს?
დროის ელასტიური დინება და სივრცის გაწელვა
ეინშტეინმა ასწავლა მსოფლიოს, რომ დრო არის ფარდობითი. რომ მაღალი სიჩქარის ან მაღალი გრავიტაციის რეგიონებში დრო რეალურად გადის უფრო ნელა იმ რეგიონებთან შედარებით, რომელთაც ნაკლები გრავიტაცია ან სიჩქარე აქვთ. (ერთი სისტემა მეორესთან შეფარდებით, ამიტომაც არის სახელი, ფარდობითობის კანონები). ამჟამად ეს დამტკიცებული ფაქტია. დრო ნამდვილად იწელება. იქ სადაც შენ ხარ დრო ნორმალურია შენთვის რადგან შენი ბიოლოგია ლოკალური სისტემის ნაწილია.
ეს არის ეინშტეინი და გრავიტაცია და სიჩქარე. მაგრამ არის კიდევ მესამე ასპექტი სამყაროსი, რომელიც ცვლის დროის აღქმას, არა გრავიტაცია და არა სიჩქარე. ეს არის სივრცის გაწელვა. სამყარო იწყება პაწაწინა ნაწილაკისგან, ზომებით ალბათ არაუმეტეს მდოგვის მარცვლისა. სივრცე რეალურად იწელება. სივრცის გაწელვის ეფექტი წარმოშობს ეფექტს, როცა ვაკვირდებით მოვლენას რომელიც მოხდა შორს ჩვენი გალაქტიკიდან, რადგან სინათლე იმ მოვლენიდან მოგზაურობს სივრცეში და მოვლენათა მწკრივი მოგზაურობს სივრცეში, ინფორმაცია რეალურად არის გაწელილი. (წიგნში „ღმერთის მეცნიერება“ მე მოყვანილი მაქვს ლოგიკის დეტალები პრობლემის მარტივად გასაგებად).
დროის შექმნა
დაბადების ყოველი დღე არის დანომრილი. ნაჰმანიდასი მიუთითებს, რომ არის წყვეტა იმაში თუ როგორ არის დღეები დანომრილი. სტროფი ამბობს: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი“. მაგრამ მეორე დღეს არ ამბობს „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ორი“. არამედ ის ამბობს „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე“. და თორა გრძელდება ამ მანერით: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე ...“ დღე მეოთხე... დღე მეხუთე... დღე მეექვსე“. მხოლოდ პირველ დღეზე იყენებს ტექსტი განსხვავებულ ფორმას: არა „დღე პირველი“ არამედ „დღე ერთი“ („Yom Echad“). ბევრი ინგლისური თარგმანი უშვებს შეცდომას, როცა წერენ „დღე პირველი“ (თანამედროვე ქართულშიც იგივე შეცდომაა - რედ.). ეს იმის გამოა, რომ რედაქტორებს უნდათ ყველაფერი იყოს ლამაზად და თავსებადად. მაგრამ ისინი აგდებენ ტექსტიდან კოსმიურ შეტყობინებას! ეს შეტყობინება, როგორც მიუთითებს ნაჰმანიდასი, არის ის რომ არის ხარისხობრივი სხვაობა „ერთსა“ და „პირველს“ შორის. ერთი არის აბსოლუტური; პირველი არის ფარდობითი. თორა ვერ დაწერდა „დღე პირველს“ პირველი დღის აღსანიშნავად რადგან ჯერ არ არსებობდა მეორე დღე მასთან შესადარებლად. ბიბლიას რომ ჰქონოდა პირველ ექვს დღეზე ხედვა სინაის მთიდან უკან, თორა დაწერდა პირველ დღეს. იმ დროს, როცა თორა იქნა მოცემული სინაიზე „უკვე გასული იყო ასობით ათასი „მეორე დღე“. ბიბლიის ხედვა დაბადების ექვს დღეზე არის ზუსტად იმ დროს დროის ისტორიაში, როცა არ არსებობდა მეორე დღე. და ეს არის პირველი დღე.
სამყაროს შექმნიდან ადამის სულის შექმნამდე, თორა უყურებს დროს დასაწყისიდან წინ. ადამისა და ევას შექმნას ბიბლიის ხედვა გადართავს დედამიწისეულ დროზე. და ამიტომ დროის ბიბლიური აღწერა იცვლება.
როგორ გვესმის დრო
ჩვენ ვუყურებთ სამყაროს და ვამბობთ, „რა ასაკის არის სამყარო? ვიყურებით რა უკან დროში, სამყარო არის დაახლოებით 15 მილიარდი წლის“. ეს არის დროის ჩვენეული ხედვა. მაგრამ რა არის დროის ხედვა ბიბლიისსათვის, რომელიც უყურებს მას დასაწყისიდან? როგორ ხედავს ის დროს?
ნაჰმანიდესი გვასწავლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე არის 24 საათი, ისინი მოიცავენ „kol yemot ha-olam“ - სამყაროს ყველა ასაკსა და ყველა საიდუმლოს. ნაჰმანიდესი ამბობს, რომ სამყარომდე არ იყო არაფერი... მაგრამ მერე უეცრად სრული ქმნილება გაჩნდა როგორც პაწაწინა ნაწილაკი. იგი იძლევა ამ ნაწილაკის განმარტებას: რაღაც ძალიან პაწაწინა, უფრო მცირე ვიდრე მდოგვის მარცვალი. და იგი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ ფიზიკური ქმნილება. არ ყოფილა არავითარი სხვა ფიზიკური ქმნილება, ყველა სხვა ქმნილება იყო სულიერი. Nefesh (ცხოველთა სიცოცხლის სული, დაბადება 1:21) და Neshama (ადამიანთა სიცოცხლის სული, ენესის 1:27) არის სულიერი ქმნილებები.
არსებობს მხოლოდ ერთი ფიზიკური ქმნილება, და ეს ქმნილება იყო პაწაწინა ნაწილაკი. ამ ნაწილაკში იყო ყველა ის ნედლი მასალა, რაც შემდეგ უნდა გამოყენებულიყო ყველაფერი დანარჩენის გასაკეთებლად. ნაჰმანიდესი აღწერს ამ სუბსტანციას როგორც „dak me'od, ein bo mamash“ - ძალიან პაწაწინა, მასში ყოველგვარი მატერიის გარეშე. და როცა ეს ნაწილაკი, ეს სუბსტანცია ისე პაწაწინა რომ შიგ არ იყო არავითარი მატერია, გაფართოვდა, გადაიქცა მატერიად ისეთად როგორიც ჩვენ ვიცით.
შემდგომ ნაჰმანიდასი წერს: "Misheyesh, yitfos bo zman" - იმ მომენტიდან, როცა მატერია წარმოიქმნა ამ უმატერიო სუბსტანციიდან დაიწყო დროის კონტროლი. დრო შეიქმნა დასაწყისში. მაგრამ დროის კონტროლი დაიწყო, როცა მატერია კონდენცირდა დიდი აფეთქების მიერ შექმნილი უმატერიო სუბსტანციისგან. როცა მატერია კონდენცირდება, შემკვრივდება, გაერთიანდება ისეთი პაწაწინა სუბსტანციისგან, რომ მას არ აქვს მატერია, სწორედ მაშინ იწყება ბიბლიური საათი.
მეცნიერებამ აჩვენა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი „არამატერიალური სუბსტანცია“, რომელსაც შეუძლია გარდაიქმეს მატერიად. ეს არის ენერგია. ეინშტეინის ცნობილი ფორმულა E=MC2, გვეუბნება, რომ ენერგიამ შეიძლება შეივალოს ფორმა და გარდაიქმნას მატერიად. და როცა ის გარდაიქმნება მატერიად იწყება დროის კონტროლი. ნაჰმანიდესმა გააკეთა ფენომენალური დასკვნა. მე არ ვიცი იცოდა თუ არა მან ფარდობითობის კანონები. მაგრამ ჩვენ ვიცით ის ახლა. ჩვენ ვიცით, რომ ენერგია - სინათლის სხივი, რადიო ტალღები, გამა გამოსხივება, რენტგენის სხივები - ყველაფერი მოძრაობს სინათლის სხივის სიჩქარით, 300 მილიონი მეტრი წამში. სინათლის სხივის სიჩქარეზე დრო არ გადის. სამყაროს ასაკი იზრდებოდა, დრო გადიოდა, მაგრამ დროის კონტროლი დაიწყო მხოლოდ მას მერე რაც მატერია შეიქმნა. ეს დრო ბიბლიის საათის ჩართვამდე გრძელდებოდა წამის 1/100,000 ზე ნაკლებ ხანს. უმცირესი დროა. მაგრამ ამ დროში, სამყარო გაფართოვდა პაწაწინა ნაწილაკიდან დაახლოებით მზის სისტემის ზომებამდე. ამ მომენტიდა ჩვენ გვაქვს მატერია და ბიბლიური დრო მიდის წინ. ბიბლიური დრო იწყება აქ.
დღე ერთი და არა დღე პირველი: დროის ხედვა დასაწყისიდან
ახლა ის ფაქტი, რომ ბიბლია გვეუბნება „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი“ მიგვითითებს, რომ დროის ხედვა ხდება დასაწყისის მახლობლობიდან წინ. თორას დრო რომ დაენახა მოსეს სინაის მთაზე ასვლის დღიდან - 2448 წელი ადამის შემდეგ - ტექსტში არ ეწერებოდა დღე ერთი. რადგან სინაიმდე ასობით ათასი დღე იყო უკვე განვლილი. იგი იტყოდა „დღე პირველი“. მეორე დღეზე დაბადება ამბობს „დღე მეორე“, რადგან უკვე არსებობდა პირველი დღე რომელთანაც შეიძლებოდა მისი შედარება. ჩვენ ვიყურებით დროში უკან და ვამბობთ სამყარო არის 15 მილიარდი წლის. მაგრამ როგორც ყოველმა მეცნიერმა იცის, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ სამყარო არის 15 მილიარდი წლისა, არის წინადადების მეორე ნაწილი, რომლის თქმაზეც იშვიათად ვიწუხებთ თავს. წინადადების მეორე ნაწილი არის: სამყარო არის 15 მილიარდი წლის, როგორც ეს ჩანს დედამიწასთან დაკავშირებული დროით-სივრცული კოორდინატთა სისტემიდან.
გასაღები არის ის, რომ თორა იყურება წინ დროში, სრულიად განსხვავებული დროულ-სივრცული კოორდინატთა სისტემიდან, მაშინ როცა სამყარო იყო პატარა. მას შემდეგ, სამყარო გაფართოვდა. სივრცე იჭიმება და ეს გაჭიმვა სრულიად ცვლის დროის აღქმას. თქვენს გონებაში წარმოიდგინეთ, მიდიხართ უკან მილიარდობით წლით საწყისისკენ. ახლა წარმოიდგინეთ უკანა გზაზე დასაწყისის მახლობლად, სადაც მოხდა დროის კონტროლის დაწყება არსებოს ინტელექტუალური საზოგადოება. (ეს სრული ფანტასტიკაა). წარმოიდგინეთ, რომ ამ ინტელექტუალურ საზოგადოებას აქვს ლაზერი, და აპირებს გამოასხივოს სინათლე ყოველ წამს. ყოველ წამს - იმპულსი. იმპულსი. იმპულსი. და ყოველი იმპულსი იქნება ინფორმაციის მატარებელი: „მე გიგზავნი შენ იმპულსს ყოველ წამს“. მილიარდობით წლის შემდეგ, დროით ხაზზე კაი შორს, ჩვენ აქ დედამიწაზე გვაქვს დიდი სატელიტური თეფში ანტენა და ჩვენ ვღებულობთ ამ სინათლის იმპულსს. და ამ სინათლის იმპულსსე ჩვენ ვკითხულობთ „მე გიგზავნი შენ იმპულსს ყოველ წამს“.
სინათლე მოგზაურობს 300 მილიონი მეტრი წამში სიჩქარით. ასე რომ დასაწყისთან ახლოს ორი სინათლის იმპულსი გაყოფილნი არიან წამიანი 300 მილიონ მეტრი წამში სიჩქარით წამში განვლილი მანძილით ანუ 300 მილიონი მეტრით. ახლა ისინი მოგზაურობენ სივრცეში მილიარდობით წლის განმავლობაში სანამ მოაღწევენ დედამიწას. მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთით. არის სამყარო სტატიკური? არა. სამყარო ფართოვდება. სამყარო ფართოვდება სივრცის გაჭიმვით. ასე რომ, როცა იმპულსი მოგზაურობს სივრცეში მილიარდობით წლის განმავლობაში, სივრცე იჭიმება. რა მოსდის ამ იმპულსებს? სივრცე მათ შორის ასევე იჭიმება. ასე, რომ იმპულსები უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს. მილიარდობით წლის შემდეგ, როცა პირველი იმპულსი მოაღწევს, ჩვენ ვკითხულობთ მასზე „მე გიგზავნი შენ იმპულსს ყოველ წამს“. შეტყობინება ჩვენი სივრციდან. შენ ეძახი ყველა შენ მეგობარს და ელოდები შემდეგი იმპულსის მოღწევას. მოაღწევს ის ერთი წამის შემდეგ? არა! ერთი წლის შემდეგ? ალბათ არა. შეიძლება მილიარდობით წლის შემდეგ. იმიტომ რომ იმ დროის ხანგრძლივობა, რომელიც გავიდა სანამ იმპულსი მოგზაურობდა სივრცეში განსაზღვრავს სივრცის გაჭიმვის სიდიდეს და ამდაგვარად იმას თუ რამხელა სივრცეა იმპულსებს შორის და შესაბამისად რა დროის შუალედია მათ ჩვენამდე მოღწევებს შორის. ეს არის სტანდარტული კოსმოლოგია.
15 მილიარდი წელი თუ ექვსი დღე?
დღეს, ცვენ ვიყურებით უკან დროში და ვხედავთ დაახლოებით 15 მილიარდ წლიან ისტორიას. იყურება რა წინ იმ დროიდან, როცა სამყარო იყო ძალიან მცირე - მილიარდობითჯერ მცირე - თორა ამბობს ექვს დღეს. სინამდვილეში, ორივე შეიძლება იყოს სწორი. რაც აღმაფრთოვანებელია ბოლო რამდენიმე წელს კოსმოლოგიაში არის ის, რომ ჩვენ ახლა შევაფასეთ მონაცემები იმის დასადგენად თუ რა დამოკიდებულებაა მდგრადი მატერიის დასაწყისიდან „დროის ხედვასა“ და დღევანდელ „დროის ხედვას“ შორის. ეს უკვე აღარ არის მეცნიერული ფანტასტიკა. ათობით ფიზიკის სახელმძღვანელოს მოჰყავს ერთიდაიგივე რიცხვი. ზოგადი თანაფარდობა დასაწყისის მახლობელ დროსა, როდესაც მატერია ფორმირდა და დღევანდელ დროს შორის არის მილიონი მილიონი. ეს არის 1 მომდევნო 12 ნულით. ასე, რომ როცა დასაწყისიდან მაყურებელი როცა ამბობს „მე გიგზავნი შენ იმპულსებს ყოველ წამს“, ვხედავთ კი ჩვენ იმპულსებს ყოველ წამს? არა. ჩვენ დავინახადით მას ყოველ მილიონ მილიონ წამს. ეს არის გამოწვეული გაფართოებადი სამყაროს სივრცის გაწელვის ეფექტის გამო.
თალმუდი გვეუბნება, რომ ადამის სული შეიქმნა სამყაროს დასაწყისიდან ხუთნახევარი დღის შემდეგ. ექვსი დრის დასასრულამდე ნახევარი დღით ადრე. ამ მომენტში კოსმიური კალენდარი იწურება და იწყება დედამიწაზე დაფუძნებული კალენდარი. როგორ დავინახავდით ჩვენ იმ დრეებს გაწელილს მილიონ მილიონჯერ? ხუთნახევარი დღე გამრავლებული მილიონ მილიონზე გვაძლევს ხუთნახევარ მილიონ მილიონ დღეს. გავყოთ ის წელიწადში არსებულ365 დღეზე, ვგებულობთ 15 მილიარდ წელს. ნასა გვაძლევს დაახლოებით 14 მილიარდ წელს. გავითვალისწინებთ რა ბევრ მიახლოებას და იმას, რომ ბიბლია მუშაობს მხოლოდ დროის ექვს პერიოდზე, თანხვედრა რამდენიმე პროცენტის ფარგლებში არის ექსტრაორდინალური. სამყარო არის მილიარდობით წლისა ერთი თვალთახედვიდან და რაღაც ექვსი დღისა მეორედან. და ორივე არის სწორი.
დაბადების ხუთნახევარი დღე არ არის თანატოლი ხანგრძლივობისა. ყოველ ჯერზე, როცა სამყარო ორმაგდება ზომებში, დროის აღქმა ნახევრდება თუ ჩვენ ვიყურებით წარსულში სამყაროს დასაწყისისკენ. გაორმაგების ხარისხი არის ძალიან სწრაფი დასაწყისში და დროთა განმავლობაში კლებულობს რადგან, როცა სამყარო უფრო და უფრო იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების რეალური ხარისხი დაახლოებით მუდმივია, გარშემოწერილი ზომის გაორმაგება უფრო მეტ და მეტ დროის მოითხოვს. ამის გამო, ექვსი დრიდან უადრესს 15 მილიარდიდან უმეტესი ნაწილი მოუწევს. თითოეული დღის ხანგრძლივობისთვის და თუ როგორ ემთხვევა ის სამყაროს გაზომილ ისტორიას იხილეთ წიგნი ღმერთის მეცნიერება.
სამყაროს ასაკის გამოთვლების კორექცია
აზუსაში 2011 წლის თებერვალში ჩემი მოხსენების შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ შენიშნა, რომ როცა სივრცის გაფართოების ფარდობას ვითვლით ბირთვული სინთეზის ეპოქიდან დღევანდლამდე, მე უგულებელვყავი შესწორება იმ ეფექტისთვის რასაც იწვევს სამყაროს გაფართოების ხარისხის ზრდა თანამედროვე კოსმოსურ ფონურ მიკროტალღოვან გამოსხივებაზე. ეს ზრდა იწვევს არაწრფივ ეფექტებს. [ეს იმის გამოა, რომ გაფართოების ხარისხი არ არის მუდმივა, არამედ იგი იზრდება]. კორექცია არის 10 პროცენტის რიგის. რომ ყოფილიყო გაფართოება წრფივი [და არა სუპერწრფივი რაც გამოწვეულია გაზრდილი ხარისხით] კოსმოსური ფონური მიკროტალღოვანი გამოსხივება იქნებოდა არა ამჟამად დაკვირვებადი 2.76 K, არამედ 3.03 K. შევიტანთ რა ამ კორექციას ექსპონენციალურ განტოლებაში, რომელიც აღწერს დაბადების პირველი თავის ექვს 24 საათიან დღეს გვაძლევს შედეგს სამყაროს ასაკისთვის ჩვენი თვალსაწიერიდან 14 მილიარდ წელს. ბიბლიის თვალსაწიერიდან ექვს დღეზე 14 მილიარდი წელი განაწილებული იქნება შემდეგნაირად შესაბამისად: 7.1; 3.6; 1.8; 0.89; 0.45; 0.23.
ჰერალდ შროდერი
მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი ბირთვულ ფიზიკაში და დედამიწისა და პლანეტების მეცნიერებაში. მუშაობდა მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის დეპარტამენტში. იყო აშშ ბირთვული ენერგიის კომისიის წევრი. ისრაელში ემიგრაციის შემდეგ მუშაობდა ვეიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტში მკვლევარად, ვოლცანის სამეცნიერო ინსტიტუტში და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. ამჟამად ასწავლის ებრაული სწავლებების აიშ-ჰათორა კოლეჯში.
წყარო: http://www.geraldschroeder.com/AgeUniverse.aspx